უეფამ კასილასი დააჯილდოვა

როგორც იცით, უეფა იმ ფეხბურთელებს აჯილდოვებს, რომელთაც ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული...


2009 წლის 14 ნოემბერს, იკერ კასილასმა არგენტინის წინააღმდეგ რიგით მეასე შეხვედრა ჩაატარა "ფურია როხაში". ამის შემდეგ მან კიდევ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იკერმა სუბისარეტას რეკორდიც მოხსნა და გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. კასილასმა ნაკრებთან ერთად 125 შეხვედრიდან 92-ჯერ გამარჯვება იზეიმა, 21-ჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ 12-ჯერ დამარცხდა. მისი დებიუტი 2000 წელს გოტენბურგში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

უეფა ფეხბურთელებს, რომელთაც 100-ზე მეტჯერ აქვთ მორგებული ეროვნული ნაკრების მაისური, ჯილდოს გადასცემს. სულ აქამდე მათ 111 ფეხბურთელი დააჯილდოვეს. ცნობისთვის, ერთ-ერთი ლევან კობიაშვილი გახლავთ. ჯილდო იკერს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხოსე როკამ გადასცა.

იკერ კასილასი: "ვამაყობ, რომ ეს ჯილდო მივიღე. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრ მატჩს ჩავატარებ ესპანეთის ნაკრებში და კიდევ მივაღწევ წარმატებებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, რომელთაც სჯერათ ჩემი და მენდობიან, ასევე მადლობელი ვარ თანაგუნდელების, რომლებიც მე უდიდეს დახმარებას მიწევდნენ კარიერის განმავლობაში."


პ.ს. ეს ჩემი 900-ე სტატიაა... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)