ბენზემა:"მოურინიო მაქსიმუმს ითხოვს"

დღეს, ფრანგმა ქარიმ ბენზემამ ინტერვიუ მისცა "რეალის" ჟურნალისტებს, სადაც იგი ჟოზე მოურინიოზე, თავის თავზე და ლეგენდად წოდებულ ლუის ნაზარიო დე ლიმაზე საუბრობს.


"ჟოზე მოურინიო ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს და ეხმარება ნებისმიერ მოთამაშეს განვითარებაში, ისევე როგორც ჩამოყალიბებაში. ცხადია, რომ პორტუგალიელი ჩემგანაც ბევრს ელის, რის გამოც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჟოზე ბევრ საინტერესო და გამოსადეგ რჩევებს მაძლევს, რაც კარგ თამასში მეხმარება".

"მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ვერ ვხვდებოდი სასტარტო შემადგენლობაში, მაინც არ მიფიქრია გუნდის დატოვება, ვინაიდან "რეალში" თამაში ჩემთვის ყველაფერია. ყოველდრიურად ბევრი შრომა ძალიან დიდი შედეგს მაძლევს, ეს კი ჩემ ჩატარებულ მატჩებზეც აისახება".

"მოურინიოს საოცარი ტაქტიკოსია. მას შეუძლია ნებისმიერ ფეხბურთელს მოუძებნოს ისეთი ადგილი, რომ "სამეფო" კლუბს დიდი სარგებელი მოუტანოს, რაც მის წარმატებაშიც ნათლად ჩანს. მიმაჩნია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ყველა კლუბის დამარცხება შეუძლია".

"ჩემი კერპი ფეხბურთში ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოა, იგივე "ფენომენი". ბრაზილიელი იყო საოცრად სწრაფი, ტექნიკური და გუნდური მოთამაშე, რის გამოც მას დღემდე დიდ პატივს სცემენ. ბავშობაში ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მეთამაშა მის გვერდით, თუმცა ეს ოცნება სამწუხაროდ არ ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ მე ვთამაშობ იმ კლუბში და იმ პოზიციაზე, სადაც რონალდო წლების წინ გვაოცებდა".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 9 ნოემბერი 2011
  • 2420
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)