ზამორანო:"რონალდუ ნამდვილი მოვლენაა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ლეგენდალურმა ფეხბურთელმა ივან ზამორანომ რონალდუზე ისაუბრა, სადაც მან განაცხადა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი საფეხბურთო ისტორიაში ნამდვილი მოვლენაა.


როგორც მოგეხსენებათ, ჩილელი ივან ლუის ზამორანო "რეალში" ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. მან 173 მატჩში 101 გოლის გატანა შესძლო, რაც ძალიან კარგი შედეგია. ლუისი "სამეფო" კლუბში 4 წლის მანძილზე ასპარეზობდა, თუმცა მან შემდეგ "ინტერში" გადასვლა მოისურვა.

ზამორანომ კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით, სადაც იგი პორტუგალიელის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

"კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო ისტორიაში ნამდვილი მოვლენაა. მას შეუძლია ნებისმიერი მიზნის განხორციელება ძალიან მარტივად, რაშიც ყველა დამეთანხმება. ვგონებ, რომ მადრიდის "რეალი" უნდა ამაყობდეს კრიშტიანუთი. საფეხბურთო დისციპლინა, მეტოქის პატივისცემა და სხვა ადამიანური თვისებები მასში მრავლადაა, რაც ძალიან კარგია. მადრიდელთა 7 ნომერი გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს, თუმცა იგი გაცილებით მეტს იტანს, ვიდრე ნებისმიერი გუნდის ფორვარდი".

"პორტუგალიელმა "ოსასუნასთან" მატჩში შესანიშნავად ითამაშა და დაამტკიცა, რომ იგი იდეალურ ფორმაში იმყოფება, ხოლო უშვალოდ მადრიდულ პუბლიკას მან უდიდესი სიხარული მიანიჭა. რონალდუ ამავდროულად ძალიან სტაბილურად თამაშობს და ჩავარდნები იშვიათად აქვს, ეს კი ფეხბურთელისთვის მეტად საჭირო თვისებაა".

"კრიშტიანუს გარდა, გუნდის სხვა ფორვარდებიც უნდა გავიხსენოთ. გონსალო იგუაინი და ქარიმ ბენზემა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესონი არიან. სასიხარულოა, რომ ორივე შესანიშნავ ფორმაშია. არგენტინელიც და ფრანგიც ბევრს შრომობენ, ვინაიდან გუნდში ცენტრ–ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. კარგია, რომ ჟოზე მოურინიო ორივე მათგანს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას. თითქმის ყველა "რეალის" მატჩს ვუყურებ და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ჟოზეს გუნდი დაცვაშიც და თავდასხმაშიც იდეალურია, რაც ყველას მოსწონს. "ლოს ბლანკოსი" არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და მის გარეშე ცხოვრება ნამდვილად გამიჭირდებოდა".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 9 ნოემბერი 2011
  • 1851
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)