შაჰინი მარსელომ მოიყვანა

ალბათ, ყველას აინტერესებს, თუ ვისი რეკომენდაციით მოვიდა შაჰინი მადრიდის "რეალში."


გაგიკვირდებათ და აღნიშნილი ტრანსფერი, არც ზიდანს, არც პარდესას და არც მოურინიოს არ უტვირთავთ.თურქი მოთამაშის გამადრიდელებაში ლომის წვლილი მიუძღვის მარსელოს, რომელმაც ნურის დიდი პიარი გაუწია ესპანეთის დედაქალაქში.

თავად მარსელო, "ბორუსიის" ყოფილი ლიდერით, 2005 წლის 29 სექტემბერს მოიხიბლა.მაშინ, როდესაც მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატზე, ბრაზილიისა და თურქეთის ეროვნული გუნდები ფინალურ მატჩში წარდგნენ ერთურთის წინაშე.ნახსენები დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა.თავდაპირველად, 3-0 იგებდნენ სამხრეთ ამერიკელები (ერთი გოლი მარსელოს ანგარიშზეა), თუმცა თამაშის 75-ე წუთამდე, "წითლებმა" ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და ბოლოს, ნურის ბრწყინვალე გოლით გაათანაბრეს კიდეც.მართალია, საბოლოო ჯამში თურქებმა დათმეს ტიტული, მაგრამ თვალთახედვის არეალიდან არავის გამორჩენია 17 წლის შაჰინის დიდებული მატჩი.საერთოდაც, იმ მსოფლიოზე, ნახევარმცველი, 4 გატანილი გოლით ტურნირის ვიცე-ბომბარდირი გახდა, ხოლო ფიფამ კი, სამ საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა მისი გვარი.

ერთი სიტყვით, მარსელომ უდავოდ პერსპექტიულ მოთამაშეს გაუწია რეკომენდაცია სამეფო კლუბში.ნურის დრო, ახლა იწყება.მძიმე ტრავმის შემდეგ, თურქი მოთამაშე ასპარეზზე გამოვიდა და ყველანი იმის მოლოდინში ვართ, თუ როდის იტყვის თავის სიტყვას! წარმატებები შაჰინს !!!

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (75)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)