"რეალის" ბრწყინვალე შედეგი

მე–11 ტურის შემდეგ მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. "მერენგებმა" მიმდინარე გათამაშებაში 9 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს, ხოლო 1 წააგეს. ამ დროისთვის ჟოზე მოურინიოს შეგირდებს 28 ქულა აქვთ და მეორე ადგილოსან "ბარსელონას" სამი ქულით უსწრებენ.


საქმე მხოლოდ გამარჯვებებაში არ მდებარეობს, ვინაიდან "ლოს ბლანკოსის" ფეხბურთელები ამავდროულად ძალიან ბევრ გოლს იტანენ. "პრიმერა დივიზიონში" მადრიდელებმა უკვე 39 გოლის გატანა შესძლეს, აქედან 24 "სანტიაგო ბერნაბეუზე", ხოლო 15 გასვლაზე. შესაბამისად, მადრიდელები ყოველ თამასში დაახლოებით 3.5 გოლს იტანენ, ეს კი ძალიან კარგი მაჩვენებელია. მხოლოდ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატანილი გოლების მიხედვით (24), "სამეფო" კლუბს 2.5 გოლი გააქვს მატჩში.

აღსანიშნავი ისაა, რომ ასეთი რამ "რეალის" ისტორიაში არ მომხდარა. აქამდე "მერენგთა" რეკორდი მე–11 ტურის შემდეგ 29 გატანილი გოლი იყო (საშვალოდ 2.6 გოლი, 1989/1990). კრიტიკოსები კი ნამდვილად ცდებოდნენ იმაში, რომ ჟოზე მოურინიო დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, თუმცა სტატისტიკა ყველაფერს რეალურად გვიჩვენებს.

გუნდს ჰყავს სამი ცენტრ–ფორვარდი, რომლებმაც უკვე ბევრჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება. კრიშტიანუ რონალდუმ "ლა ლიგაში" უკვე 13 გოლი გაიტანა, გონსალო იგუაინმა 11, ხოლო მესამე ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ 6–ჯერ შესძლო ბურთის ბადეში გახვევა. საერთო ჯამში კი მათ 30 გატანილი გოლი დაუგროვდათ, ანუ გატანილი გოლების თითქმის 70 პროცენტი.

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 8 ნოემბერი 2011
  • 2040
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)