კაპელო:"ესპანური სტილი განუმეორებელია"

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კაპელომ განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრები და ზოგადად ესპანური ფეხბურთი განუმეორებელია.


"ესპანური ფეხბურთის სტილი განუმეორებელია და ვთვლი, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ისინი თამაშობენ ლაღად, სწრაფად, მარტივად და გონივრულად, რასაც ეწოდება ლამაზი სანახაობა. ესპანეთის ნაკრების თამაში მართლაც გასაოცარია, ეს კი პირველ რიგში მწვრთნელის დამსახურებაა, თუმცა ფეხბურთელებს უდაოდ დიდი წვლილი მიუძღვით".

"მიმაჩნია, რომ "პრიმერა დივიზიონს" ჰყავს ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო კლუბები, მათგან კი რა თქმა უნდა "ბარსელონა" და "რეალი" გამოირჩევა, მაგრამ არ შეიძლება "ვალენსიის" და "სევილიის" დავიწყება".

"ჩაბი ალონსო, ჩავი ერნანდესი, სერხიო რამოსი, ინიესტა, დავიდ ვილა და კიდევ სხვები არიან ერთმანეთთან საოცრად შეთამაშებულნი, რაც შედეგზეც აისახება. ესპანეთის ნაკრებს ჩავარდნა ძალიან იშვიათად აქვს და მათ ეს დიდი შრომის ფასად უჯდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გუნდში თამაშობს პლანეტის ნომერ პირველი მეკარე იკერ კასილასი. მიუხედავად იმისა, რომ იკერი გოლკიპერია, იგი მაინც არის გუნდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა. მისი სახით დელ ბოსკეს ყველასათვის სანატრელი კარის დარაჯი ჰყავს".

As.com dle 10.1

  • tata
  • 8 ნოემბერი 2011
  • 2488
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)