სიმბოლური გუნდი

Goal–მა დაასახელა "ლა ლიგის" მე–11 ტურის იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებიც ყველაზე დამაჯერებლად და ნაყოფიერად ასპარეზობდნენ. ამ თერთმეტეულში სამი "რეალის" ფეხბურთელი იმყოფება და ესენი არიან კრიშტიანუ რონალდუ, ალვარო არბელოა და ანხელ ფაბიან დი მარია.


გოლკიპერი – ხავი ვარასი

ხავი ვარასი განაგრძობს სტაბილურად ასპარეზობას. ესპანელი კიპერი გოლს ძალიან იშვიათად უშვებს. ხავიერმა "სევილია" წაგებას "მალიორკასთან" მატჩში არაერთხელ გადაარჩინა. მან მოიგერია რამდენიმე დასამახსოვრებელი ბურთი, რომლის აღებაც ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო.

მცველები – ალვარო არბელოა, დავიდ რუისი, მარტინ დემიკელესი და ერიკ აბიდალი

ალვარო არბელოა წინა მატჩების მსგავსად ისევ დამაჯერებელი იყო. მადრიდელთა მცველი შეტევაშიც და დაცვაშიც საკმაოდ შედეგიანად და ორგანიზებულად თამაშობდა. ესპანელმა აქტივში ასევე ორი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა და შესაბამისად შეხვედრის ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ვიქტორ რუისი "ლევანტესთან" მატჩში საოცრად დამაჯერებელი იყო. მან ფაქტიურად შეცდომა არ დაუშვა დაცვის ცენტრში, რამაც "ვალენსიას" დიდი სარგებელი მოუტანა. ანდალუსიელებმა მეტოქე გასვლაზე დაამარცხეს, ანგარიშით 0–2.

დემიკელესი აგრძელებს ჩვეულ დონეზე ასპარეზობას. ვეტერანი მცველი "მალაგის" რიგებიდან ყველასგან გამოირჩეოდა, რადგან მან არაერთხელ შეაჩერა "ბეტისის" შეტევა, რის გამოც პელეგრინის გუნდს გოლი არ გაუშვია საკუთარ კარში.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ "ბარსელონამ" ვერ დაამარცხა "ატლეტიკი", მაინც იყვნენ კატალონიელთაგან გამორჩეული მოთამაშეები. შეტევის მარცხენა ფლანგი აქტიური იყო, რაც ერიკ აბიდალის დამსახურებაა. შეხვედრას წვიმამ დაღი დაასვა და სწორედ ამიტომ ვერცერთმა გუნდმა ვერ წარმოაჩინა თავის რეალური ძალა, თუმცა ერიკის კარგი თამაში ნამდვილად დასაფასებელია.

ნახევარმცველები – ტინო კოსტა, აბელ ბარადა, კრიშტიანუ რონალდუ, ანდერ ერერა და ანხელ დი მარია

ტინო კოსტამ მიმდიანრე სეზონში ევერ ბანეგა უნდა შეცვალოს, ვინაიდან მას ტრავმა აღენიშნება. მას მართლაც კარგად შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერი ფეხბურთელი კარგად შეცვალოს. ტინომ "ვალენსიას" რიგებში პირველი გოლი გაიტანა ამ წელს და ამით დაეხმარა მის გუნდს, რომ გაემაჯრვა "ლევანეტსთან" შეხვედრაში.

ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის მსგავსად ბარადამაც პირველი გოლი გაიტანა, თუმცა ეს ამჯერად "ხეტაფეს" რიგებში მოხდა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა უდიდესი წვლილი შეიტანა მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამარჯვებაში. გატანილი გოლის გარდა, ე.წ "ბარმა" საკმაოდ დამაჯერებელი იყო ნახევარდაცვის ცენტრალურ პოზიციაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ანხელ დი მარიამ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 45 წუთი დაჰყო, მაინც გააკეთა თავის საქმე და აქტივში ჩაიწერა 3 საგოლე გადაცემა. ამ შედეგით არგენტინელი "რეალის" საუკეთესო ასისტენტია, თუმცა მადრიდელთა სამწუხაროდ ფაბიანი დიდ ხანს ვერ შესძლებს თამაშს ტრავმის გამო.

"ბილბაომ" ნამდვილი სენსაცია მოახდინა და სამი ქულა არ ააღებინა "ბარსელონას". ამაში კი დიდი წვლილი ანდერ ერერას მიუძღვის, ვინაიდან მან გახსნა ანგარიში "ბლაუგრანასთან" მატჩში, რაც ერთადერთი გოლი აღმოჩნდა ბასკთა შესრულებით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მეორე გოლი ხერარდ პიკემ გაიტანა საკუთარ კარში.

კრიშტიანუ რონალდუ ყოველდღიურად მტკიცებს, რომ იგი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა. მან "ოსასუნასთან" მატჩში ჰეთ–თრიკი შეასრულა და ამით გაახარა მადრიდული პუბლიკა. ექესპერტებმა პორტუგალიელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც სავსებით რეალურია.

ფორვარდი – დავიდ ბარალი

დავიდ ბარალმა "სპორტინგს" ერთი ქულა შესძინა "სარაგოსასთან" მატჩში. ეს შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2–2 დასრულდა, რაც ბარალის დამსახურებაა. დავიდმა ზემოდ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, ეს კი ძალიან იშვიათი მოვლენაა.

სიმბოლური გუნდის ფორმაცია:

სიმბოლური გუნდი


სიმბოლური გუნდი


სიმბოლური გუნდი


სიმბოლური გუნდი


სიმბოლური გუნდი



Goal.com dle 10.1

  • tata
  • 7 ნოემბერი 2011
  • 3643
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)