ვინ შეცვლის დი მარიას?

როგორც იცით, ანხელმა "ოსასუნასთან" მატჩში სრულიად უწყინარ სიტუაციაში მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო...


"სანიტასის" მედიკოსები ჯერ არ ახმაურებენ ტრავმის სახესა და სიმძიმეს, მაგრამ კულვარული ინფორმაციით, არგენტინელი 1 თვეს იუქმებს. გამომდინარე იქიდან, რომ დი მარია ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა, იგი ძალიან დააკლდება სამეფო კლუბს. შეგახსენებთ, რომ ანხელმა მოედნიდან გასვლამდე 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჟოზე მოურინიომ "ოსასუნასთან" მატჩშივე დაიწყო სხვადასხვა ვარიანტების სინჯვა. მოედანზე გამოიყვანა ნური შაჰინი, ასევე დი მარიას ადგილზე კალეხონი განამწესა, ხოლო დასასრულს ბენზემასა და იგუაინსაც მისცა ერთად თამაშის საშუალება. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი სპეციალისტი უდიდესი დილემის წინაშე დადგა. ყველაფერ ამას წინ კაკას ტრავმა უძღვოდა. ბრაზილიელს შესანიშნავი ფორმა ჰქონდა აკრეფილი და არავინ იცის ტრავმის შემდეგ როგორ შეძლებს ის თამაშს. ამას ემატება მესუთ ოზილის ცუდი ფორმა.

როგორც defensacentral.com იუწყება, ჟოზე მოურინიო დი მარიას ადგილს კალეხონს მიაკუთვნებს. იგივე წყარო იტყობინება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ქარიმისა და პიპიტას დუეტს მისცემს შანსს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)