რონალდუს შესანიშნავი შედეგი

კრიშტიანუ რონალდუ აგრძელებს კვლავინდებურად ასპარეზობას, რაშიც ურიცხვი გოლების გატანა იგულისხმება. პორტუგალიელმა დღევანდელ მატჩში მორიგი ჰეთ–თრიკი შეასრულა, რის შემდეგაც იგი ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის გაუთანაბრდა.


რონალდუ მართლაც შესაშურ ფორმაში იმყოფება. მას "ლა ლიგაში" 13 გატანილი გოლი დაუგროვდა 10 გამართულ შეხვედრაში და ამ შედეგით იგი არგენტინელ ლიონელ მესის გაუტოლდა. აღსანიშნავი ისაა, რომ პორტუგალიელმა მეგა–ვარსკვლავმა "რეალის" რიგებში 106 შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა, ეს კი სავარაუდოდ მალე რეკორდის ნიშნულს მიუახლოვდება. არითმეტიკის თანახმად, კრიშტიანუ ყოველ შეხვედრაში 0.97 გოლს იტანს, რაც განუმეორებელი შედეგია.

ბომბარდირთა დავა (პრიმერა დივიზიონი):

კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი) – 13 გოლი
ლიონელ მესი (ბარსელონა) – 13 გოლი
გონსალო იგუაინი (მადრიდის რეალი) – 11 გოლი
ქარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი) – 6 გოლი
რობერტო სოლდადო (ვალენსია) – 6 გოლი

ყურადღების გამახვილება იმაზეც ღირს, რომ ბომბარდირთა დავაში მოწინავე პოზიციებზე სამი "მერენგი" იმყოფება (კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო იგუაინი და ქარიმ ბენზემა), ხოლო კატალონიური "ბარსელონიდან" გამოსარჩევი მხოლოდ ლეო მესია, რომელმაც დღეს უნდა ჩაატაროს მორიგი მატჩი.

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 6 ნოემბერი 2011
  • 2853
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)