მოურინიო: "ათივე მოგებას ვიმსახურებდით"

სამეფო კლუბის დამრიგებელი გახარებულია იმ ფაქტით, რომ თავისმა გუნდმა ბოლო ათი შეხვედრიდან ათივე მოიგო.


"ჩვენ ვიხარჯებით ბოლომდე და ვთამაშობთ კარგად.ვგონებ, ათივე გამარჯვებას ვიმსახურებდით.ბოლო თამაშებიდან შედარებით დიდ სირთულეს სან სებასტიანში გადავაწყდით, სადაც "რეალ სოსიედადთან" მინიმალურ გამარჯვებას დავსჯერდით.გუნდი წარმატების მიღწევას ძალისხმევის საფუძველზე ახერხებს და არა იღბალის.ვფიქრობ, რომ მადრიდელები ან კარგად თამაშობენ ან, ან ძალიან კარგად.რა თქმა უნდა, ამავე ტემპში ვაპირებთ დანარჩენი მატჩების ჩატარებასაც."

"პირველ ნახევარში პამპლონელები საკმაოდ ორგანიზებულნი იყვნენ და თავსაც კარგად იცავდნენ.აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ, სწრაფად მოვახერხეთ ისვედაისევ წინ გასვლა.რაც შეეხება მეორე ტაიმს, აქ უკვე, სრულად ვაკონტროლებდით თამაშის სადავეებს.ამას ისიც დაემატა, რომ მეტოქე 10 კაცით დარჩა მოედანზე, რაც ძალიან რთულია.საბოლოოდ, 7 გოლის გატანა მოვახერხეთ, თუმცა 1-2 შეგდება კიდევ შეგვეძლო."

"დი მარიას კუნთის ტრავმა აწუხებს.ჩვენ ველოდებით ტესტირების შედეგს, თუმცა პირველადი დათვალიერებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მას დიდი ხანია არ გაუცდება.ამის პარარელურად, ლაზარეთში რჩებიან მარსელო და კაკა.მიუხედავად ამისა, გუნდის მაინც მოწოდების სიმაღლეზეა."

"რასაკვირველია, შაჰინისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, რამეთუ შედგა მისი დებიუტი.ის, თანდათან შევა ფორმაში და აკრეფს სასურველ კონდიციებს."

"მე არ ვფიქრობ, რომ "ოსასუნას" წინააღდეგ რეფერიმ შეცდომა დაუშვა რომელიმე ეპიზოდში, თუმცა ჩვენს კარში მიღებული გოლი ხმაურიანი გამოდგა.ეს ცუდია, რამეთუ არ არსებობს ერთიანი კოცეფცია იმის შესახებ, უნდა ჩაითვალოს თუ არა მსგავსი გოლები.ნამდვილად გასახსენებელია ეპიზოდი, როდესაც "ლიონის" წინააღმდეგ არ ჩაგვითვალოს ანალოგიურ სიტუაციაში გატანილი ბურთი."

"რამდენიმე დღის წინ კასანოს ვესაუბრე.კარგი ურთიერთობა მაქვს იტალიელთან.19 ნომრიანი მაისურებით გამოსვლა კლუბის იდეა იყო, რომელიც სიხარულით აიტაცეს ფეხბურთელებმა.ნიშანდობლივია, რომ მადრიდში ანტონიოს არა ერთი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)