II ტურის სიმბოლური ნაკრები

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, "Uefa.Com"-ის მომხმარებლები სიმბოლურ ნაკრებს ადგენენ იმ მოთამაშეებისგან, რომელთა ასპარეზობა განვლილ ტურში შთამბეჭდავი იყო.


მაშ, ასე წარმოგიდნეთ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებს, სადაც ორი მადრიდელი, რონალდუ და კასილასი, შევიდა.

მეკარე:


იკერ კასილასი (მადრიდის "რეალი")
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეორე ტურის გათამაშება, კასილასის, ნიკოპოლიდისისა ("ოლიმპიაკოსი") და ლეონის ("ციურიხი") შთამბეჭდავი თამაშით იყო გამორჩეული."უფეას" ოფიციალური საიტის გადაწყვეტილებით სიმბოლური ნაკრების კარის დარაჯი, სწორედ მადრიდელი იკერი გახდა.კასილასმა მართლაც ბრყწინვალედ ითამაშა "მარსელის" წინააღმდეგ და მატჩის მსვლელობისას არა ერთი "სეივი" განახორციელა.

მცველები:


დანი ალვეში ("ბარსელონა")
ბრაზილიელი მცველი "დინამო კიევთან" მატჩში, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.მან არა ერთხელ მოახერხა მეტოქის შეტევის ჩაშლა და წარმატებული თამაში შეტევაში.

ალი სისოხო ("ლიონი")
22 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში.ის შესანიშნავად ართმევს თავს საკუთარი გუნდის დაცვას.აღსანიშნავია, რომ "ლიონმა" ორი თამაშის განმავლობაში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

ჰანუ ტიჰინენი ("ციურიხი")
33 წლის მოთამაშემ ჩეპიონთა ლიგის 7 გზის მფლობელის დამარცხებაში ლომის წვლილი შეიტანა.სწორედ მის ანგარიშზეა მე-10 წუთზე გატანილი გოლი "როსონერის" კარში.

ჯონ ტერი ("ჩელსი")
"აპოელის" წინააღმდეგ, ლონდონელებს საკმაოდ ბევრი შეტევის მოგერიება მოუხდათ.ტერი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც კარის მშრალად შენახვაზე, ყველაზე მეტად იზრუნა.

ნახევარმცველები:

მირალემ პიანიჩი ("ლიონი")
21 წლის პესპექტიული მოთამაშე, ჯუნინიო პერნამბუკანოს ნამდვილ შემცვლელად მოიაზრება.მან "დებრენეცთან" ორი საგოლე პასი გააკეთა და ერთ შემთხვევაში თვითონაც შეძლო საჯარიმოდან გოლის გატანა.

კიმ კალტრიომი ("ლიონი)
შვედმა მოთამაშემ "დებრნეცის" კარის ბადეში მე-3 წუთზე გაახვია გოლი.მის კისერზეა მეოთხე გატანილი ბურთის ასისტენტობაც.შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მატჩში მართლაც რომ "ლიონის" ბენეფისი შედგა.

ფრენკ ლემპარდი ("ჩელსი")
ინგლისელისათვის 66-ე თამაში გამოდგა "აპოელის" წინააღმდეგ.ის სიმბოლურ ნაკრებში კარგი თამაში გამო აირჩიეს.

ფრანკ რიბერი ("ბაიერნი")
მიუხედავად, ფრანგი ფეხბურთელის დიდი მცდელობისა, მიუნხელებმა მაინც ვერ შეძლეს ტურინელბის დამარცხება.რიბერიც რამდენიმე კარგი იერიში, ჯიჯი ბუფორნმა ჩააცხრო.

თავდამსხმელები:


სტევენ იოვეტიჩი ("ფიორენტინა")
რასაკვირველია, "ლივერპულის" კარში გატანილი ორი გოლი, საწინდარია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრისა.

კრიშტიანი რონალდო (მადრიდის "რეალი")
უბრალოდ ზედმეტი იქნება ამ ფეხბურთელის თამაშზე რაიმე კომენტარის გაკეთება (ავტორი). dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)