კოენტრაო : "კარვალიოს საქმე ჩვენი გადასაწყვეტი არ არის"

სამეფო კლუბის მარცხენა მცველმა, ფაბიო კოენტრაომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის თანამემამულეებს არ ეხებათ რიკარდო კარვალიოსთან დაკავშირებული პრობლემები. მოგეხსენებათ, ვეტერანი მცველი ნაკრებს სკანდალურად გამოემშვიდობა, მას მთავარ მწვრთნელთან სერიოზული პრობლემები აქვს...


"რონალდო, პეპე და კარვალიო ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, მათთან ერთად დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ, ბუნებრივია თითოეულთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ მე და რიკი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, ეროვნულ ნაკრებზე არ ვსაუბრობთ, ჩვენი ამჟამინდელი საზრუნავი მხოლოდ მადრიდის "რეალი" და ამ უდიდესი გუნდის წარმატებაა."

"კარვალიოს და ეროვნული ნაკრების თავკაცის პრობლემა ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ყველაფერი თავისით ჩადგება კალაპოტში."

"რა თქმა უნდა ურთულესია რიკარდოს გარეშე პორტუგალიის ნაკრების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა მწვრთნელს დავემორჩილოთ და მის სიტყვას პატივი ვცეთ, მომდევნო შეხვედრას რიკის გარეშე მოვიგებთ." dle 10.1

  • Hala
  • 5 ნოემბერი 2011
  • 2200
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)