"ფაბრიკის" უიქენდი

დიახ, მიმდინარე კვირას მართლაც შეიძლება რომ თამამად ვუწოდოთ "ფაბრიკის" კვირა. "მადრიდის რეალის" 13 ასაკობრივი გუნდიდან 11-მა თავიანთი შეხვედრა მოიგო, ორის თამაში ჯერ არ გამართულა.


"კასტილიამ" მორიგი შეხვედრა გამართა სეგუნდა ბ-ში და თავის კედლებში მიიღო "ტოლედო". მასპინძლებმა სრული უპატივცემლობა გამოიჩინეს სტუმრების მიმართ და მათ სამი უპასუხო გოლი მიართვეს. ანალოგიურად არასტუმართმოყვარე აღმოჩნდა "მადრიდის რეალის" თითქმის უკლებლივ ყველა ასაკობრივი გუნდი. ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა "სიუდად რეალ მადრიდ"-ზე , სადაც ბენჟამინ ა-მ მეტოქეს ისეთი დღე აწია, როგორსაც მტერსაც კი არ კადრებენ. ბავშვებმა თანატოლებს 9 უპასუხო გოლი მიართვეს დესერტად.

"რეალ მადრიდ ც" : ხოსე მანუელ დიასის შეგირდები მე-3 ჯგუფში დაუმარცხებლად ასპარეზობენ. ისინი ფლეიოფის პოზიციაზე იმყოფებიან და სულ რაღაც ოთხი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "კარაბანხელ"-ს. "თეთრები" პოსუელოს" დაუპირისპირდებიან. დიასმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: პაჩეკო, რიკარდო, ივანი, ნობლეხასი, ხორდი, დერიკი, ბარელი, კამალი, ენდი, ბრუნო, დანი სუარესი, აგუზა, ფრან სოლი, რამირესი, ბელიმა და სობრინო. მოლერო დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს თამაშს, ხოლო მოლინა ტრავმირებულია.

Juvenil A: "თეთრებმა" თანაქალაქელი "ხეტაფე" 5:1 გაანადგურეს. მათ ყველა საშინაო შეხვედრა მოგებული აქვთ და ბურთების შეფარდებაც საკმაოფ შთამბეჭდავად გამოიყურება. გოლები გაიტანეს რაულმა (2), მარიანომ, ფრანმა და ლორენტემ.

Juvenil B: "თეთრები" სტუმრად იყვნენ ჩასულები , ლუის მიგელ რამისის შეგირდების კარგი თამაშისა, თუ მეტოქის ნამეტანი სტუმართმოყვარეობის ბრალია მაგის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ "ბლანკოსებმა" მეტოქეს სამი ბურთი მიართვეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღეს საკუთარ კარში. "თეთრების" მხრიდან თავი კრიშტიანმა (2) და სერხიო ხერესმა გამოიჩინეს.

Juvenil C: "ბლანკოსებმა" "სან სებასტიონის დე ლოს რეიეს ბ" გაანადგურეს. "თეთრებს" რვა თამაშიდან რვავე მოგებული აქვთ და დამსახურებულადაც ლიდერობენ თავიანთ ჯგუფს. თავი გამოიჩინეს აგონიმ (2), მიკიმ და ბრუნომ.

Cadete A: "სიუდად რეალ მადრიდ"-ზე მაყურებელმა მორიგი გოლთაცვენა იხილა პატარა მადრიდისტების შესრულებით.მათ მეტოქე "მორატალესი" ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ 5 გოლით დაასაჩუქრეს, ამაში თავიანთი წვლილი შეიტანეს პაულმა-2 გოლით, ხუან კარლოსმა, ბაბუნსკიმ და მერჩანმა კი თითო-თითო გოლით.

Cadet B: მადრიდისტებმა ამჟამად ალბერტოსა და სეაონოს გოლების წყალობით ლიდერი "პოსუელო" ანგარიშით 1:2 დაამარცხეს გასვლაზე.

Infantil A: გოლთაცვენა და წირვაგამოყვანილი სტუმრები "სიუდად რეალ მადრიდ"-ზე. სწორედ ასე თუ დავახასიათებთ "მადრიდის რეალის" პატარა ბავშვებს, რომლებმაც მეტოქე მიუხედავად მისი თანაქალაქელობისა ("მადრიდის ატლეტიკო"-ს ახალგაზრდული გუნდი) 8:0 ანგარიშით დაასაჩუქრეს. სამი გოლი ოსკარმა გაიტანა, დანარჩენი კი ალვარო, მანუ, კორტახარი, ბარეასა და აშრაფის სინდისზეა.

Infantil B: "თეთრებმა" მორიგი სამი ქულა "ლუგოსთან" აიღეს, სძლიეს რა გასვლაზე მეტოქეს ანგარიშით 1:2. გრილის შეგირდებმა ჯგუფის მესამეადგილოსან ლუგოს ქულები არ დაუთმეს. გოლები ბენიტოსა და დე ლა ფუენტეს ანგარიშზეა.

Alevín A : პატარები სეზონის დაწყებიდან ჩატარებული სამი თამაშის შემდეგ კვლავ წაუგებლად და ქულადაუკარგავად ასპარეზობენ. წინა სამი ტურის მანძილზე მათ ჯამში 17 გოლი გაიტანეს. არ გაინტერესებთ რამდენი გაუშვეს? არცერთი. დიახ, გოლების შეფარდება 17:0-ზეა. მათი მეტოქე ჯგუფის აუთსაიდერია, ასე რომ პატარებს არ უნდა გაუჭირდეთ.

Alevín B: ამჟამად "თეთრებმა" მეტოქეს 5 გოლი აკმარეს, საკუთარ კარში კი ერთი მიიღეს. მათ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს. სერხიომ ჰეთრიკი შეასრულა, მაშინ როცა ჯონმა და კრისტიანმა თითო-თითო გოლი იკმარეს.

Benjamin A: აი ამ პატარებს კი , ნამდვილად არაფრის ნამუსი არ აქვთ. ჟოზე კარლოს ჟუარესის შეგირდებმა მეტოქე მიწასთან გაასწორეს. მათ 9 უპასუხო გოლი გაიტანეს. რიკარდომ ოთხი, იგნასიომ ორი, მარიომ, სუენსამ და ტეომ კი თითო-თითო.

Benjamin B: ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში პატარა მადრიდისტებმა მეტოქე 3:2 ანგარიშით დაამრცხეს. გოლები სერხიო სევილიამ, დანი ალონსომ და ხავიერ მარტინმა გაიტანეს.

წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 ნოემბერი 2011
  • 1120
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)