"რეალს" ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუშვია

სამეფო კლუბი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, ჟოზე მოურინიოს შეგირდები შესანიშნავად ირჯებიან და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 4 შეხვედრა გამართა და შესაძლო 12-იდან 12 ქულა მოიპოვა, "მერენგებს" 100 %-იანი შედეგი აქვთ, ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ მიმდინარე გათამაშებაში იკერ კასილასის კარის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა...


ლიონში გამარჯვების შემდეგ "ბლანკოსმა" ლიგის 1/8 ფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.

სამეფო კლუბი ასევე ერთადერთია იმ დანარჩენ გუნდებს შორის, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამოდიან, მოგებების მხრივ. 100 % -იანი შედეგი არცერთ გუნდს არ აქვს. იუნაიტედი და ბარსელონა 3-3 მატჩის მოგებით და თითო ყაიმით იწონებენ თავს, შემდეგ კი ინტერი მოდის, რომელმაც სამჯერ მოიგო, ერთხელ კი დამარცხდა. დანარჩენ გუნდებს 8 ქულა აქვთ, მათ შორის აღსანიშნავი აპოელია, რომელმაც ყველა სკეპტიკოსი გააჩუმა.

მიმდინარე გათამაშებაში "რეალმა" 10 გოლის გატანა მოახერხა. კრიშტიანო რონალდო კვლავ ლიდერობს, პორტუგალიელის ანგარიშზე 3 გოლი გახლავთ, კარიმ ბენზემამ მეტოქეთა კარებები 2-ჯერ დალაშქრა, ასევე გოლების გატანა მოახერხეს ანხელ დი მარიამ, რიკარდო კაკამ და სერხიო რამოსმა. dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2011
  • 2421
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)