Happy Birthday Figo!!!

დღეს, ლუის ფელიპე მადეირა კაეირო ფიგუ 39 წლის გახდა...


1972 წლის 4 ნოემბერს, ლუისი პორტუგალიის პატარა ქალაქ ალმადაში დაიბადა. 1984 წელს მშობლებმა ის ლისაბონის "სპორტინგში" მიიყვანეს. 5 წლის შემდეგ ფიგუმ ყველას თავი კარგი თამაშით მოაწონა და დედაქალაქური გრანდის რიგებშიც გადავიდა. 6 წლის განმავლობაში "სპორტინგში" მან 143 მატჩი ჩაატარა და 16 გოლიც გაიტანა. შემდეგ იყო შთამბეჭდავი სეზონები "ბარსელონაში", რომელიც ბოლოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალით დასრულდა. 172 მატჩი, 30 გოლი - ეს ლუისის კატალონიური კარიერის მონაგარია. 2000 წელს ფიგუ მადრიდის "რეალში" გადავიდა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში 165 მატჩი ჩაატარა და 36 გოლიც ჩაიწერა აქტივში. 2005 წელს პორტუგალიელი ფეხბურთელი "ინტერში" გადაბარგდა, სადაც 2009 წლის 31 მაისს კარიერაც დაასრულა. "ნერაძურში" ფიგუმ 105 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში ფიგუმ ნაკრებში 127 მატჩი ჩაატარა და 32 გოლიც გაიტანა. პორტუგალიის ფეხბურთის ისტორიაში იგი ერთ-ერთი საუკეთესოა. კარიერის განმავლობაში მას 23 თასი აქვს აღმართული. ინდივიდუალური ჯილდოების მონაგარი კი 18-ს აღწევს. 2000 წელს მან "ოქროს ბურთიც" მიიღო, ამავე წელს იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. აგრეთვე, ფიგუ ფიფას ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაშიც ირიცხება. ზედიზედ სამი წლის განმავლობაში (1999-2001) ლუისი "ლა ლიგის" საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა, ხოლო 1995-დან 2000 წლის ჩათვლით ფიგუ პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს არავის უთმობდა.


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)