დი სტეფანოს ღია წერილი ჟოზე მოურინიოს

”მინდა გამოვეხმაურო მოურინიოს. მინდა ვუთხრა მას, რომ აქვს შესანიშნავი უნარი იცხოვროს გემოვნებით. მინდა ვუთხრა, რომ მან ”მადრიდის რეალს” გემოვნებით თამაში ასწავლა. ყველაფერი, რასაც დღევანდელი პრესა ხოტბას ასხამს-მოძრაობა, კონტრშეტევა, კომბინაციური თამაში-ეს ყველაფერი მისი შექმნილია. მინდა, კიდევ ერთი რამე დავამატო: ეს ”მადრიდის რეალი” ისე აღმაფრთოვანებს და იმხელა სტიმულს მაძლევს, რომ არც წვიმა, არც ქარი და არც სიცივე ხელს არ მიშლის ’სანტიაგო ბერნაბეუზე” მისვლაში და მისი თამაშის ყურებაში.”


კიდევ , მინდა მას ვუთხრა, რომ მეც ვიყავი მწვრთნელი და ვიცი, როგორია იმყოფებოდე სამწვრთნელო სკამზე. ესაა ადგილი, სადაც შენ მუდამ მარტო ხარ. გამონათქვამები მწვრთნელების მარტოობაზე ზღაპრები როდია. მე ვამბობ იმაზე, რომ შენს ირგვლივ ყოველთვის როდი არიან კეთილსინდისიერი ხალხნი, მაშინ როცა საქმე არც თუ ისე კარგად მიდის.

არის შემთხვევები, როცა თქვენივე ავტორიტეტის დახმარებით, თქვენ ხდებით მაგალითი ბავშვებისთვის, რომლებიც იცავენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის ღირსებას. ხანდახან, იცავთ რა თქვენი ბავშვების (შეგირდები იგულისხმება ავტ.) ინტერესებს, თქვენ გიწევთ ჩამშვების როლის შესრულება. თქვენ მათ მოედანზე მაშველი ჟილეტებით უშვებთ, რომლებიც წყალგაუმტარი და ძლიერია. თქვენი ერთი სიტყვა, რომელსაც თქვენ დაფაზე წერთ მათ იმ რწმენას და მოტივაციას აძლევს, რომელიც თამაშის მოსაგებად აუცილებელია და რომელიც მათ ასე ჭირდებათ.

ისინი გამოდიან მოედანზე და იციან, რაც სურთ. რაც ყველაზე მთავარია, მათ იციან და მათ ესმით, რომ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად თითოეული მათგანს მაქსიმუმი მოეთხოვება. იყო მწვრთნელი, ეს ნიშნავს, რომ იყო დაუცველი, ეს ნიშნავს, რომ იმყოფები სამიზნეში დიდი ხნის მანძილზე. ოდესღაც მე შევხვდი ადამიანს, რომელიც სამწვრთნელო პროფესიას ეუფლებოდა. ეს იყო ქალი, რომელსაც ძალიან სურდა მამაკაცების სფეროში მუშაობა, მაშინ მე არ ვიცოდი, როგორ მიმეცა მისთვის სტიმული და რა ნაბიჯებით გამეძლიერებინა ის. ამჟამად მან მიაღწია თავისას და უკვე თავისით შეუძლია გამარჯვებებისკენ სწრაფვა. ისევე როგორც თქენ, მოუ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მონდომებით წინსვლისკენ, გაუმჯობესებისკენ და განვითარებისკენ მიაღწიეთ იმას, რასაც ეხლა ვხედავთ. თქვენ წარმატებას მიაღწიეთ.

თქვენ ძალიან დიდი გზა გაიარეთ იმისთვის, რომ იქ მოხვედრილიყავით, სადაც ამჟამად იმყოფებით. ამდენი მოგებული ტიტული, ამდენი დაპირისპირება, საიდანაც თქვენ გამარჯვებული გამოხვედით. და წინ კიდევ რამდენი გამარჯვება გელოდებათ...ამჟამად კი, ”ლიონი”, ”მალაგა”, ”ვილიარეალი”... მოწინააღმდეგეები ერთი მეორის მიყოლებით ეცემიან.

კიდევ ერთი ფინჯანი ყავა მიირთვით მისტერ, არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი ეხლა იწყება და წინაა. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი დიეტა: საჭმელი ცხომების გარეშე, არანაირი ალკოჰოლი, არანაირი კოფე. არის კვირები, როცა მხოლოდ შემწვარი უმარილო საჭმლით ვიკვებები... თქვენ ალბათ გესმით, რომ ზემოთჩამოთვლილებს მე არ ვამზადებ... მოუ, ჩემი საჭმელი, ჩემი საკვები-ეს ”მადრიდის რეალის” წარმატება და წინსვლაა. თქვენ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ხართ, ამისთვის კი ხშირად დიდი საფასურის გაღებაა საჭირო. ”მადრიდის რეალი” მუდამ უნდა იგებდეს, მაგრამ ეს უკვე თქვენ ხართ და თავად უკეთ იცით.

რაც შემეხება მე, შორეული ქვეყნიდან გახლავართ, სადაც ტანგოს. ასადოს და რაც მთავარია, ფეხბურთს აღმერთებენ. მე არგენტინელი ვარ, მაგრამ ვერ შევძელი ბუენოს აირესში დაბრუნება, ვინაიდან მთელი ცხოვრება ”მადრიდის რეალს” ვარ მიჯაჭვული. მე ვერ გამოვნახე ძალა დავბრუნებულიყავი, მაშინ როცა პირველად დამიძახა ხუჭუჭა ბავშვმა ”მისტერ”. და ეხლა, როცა მესმის, თუ როგორ მეძახის ბუტრაგენიო ანალოგიურად, ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ კვლავ ვატარო ის. ჩვენ ვერ ვირჩევთ იმას , თუ სად დავიბადებით, მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ სად უნდა ვიყოთ. ჩემი ადგილი კასტელიანას ქუჩებითაა შემოსაზღვრული, რა თქმა უნდა, ესპინა, პადრე დამიანი და რაფაელ სალგადო.

შეხვედრამდე მოუ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს, როცა კიდევ გაგვიჩნდება ამის სურვილი. ეს იყო ნატურალიზებული ესპანელი, რომელიც ”მადრიდის რეალის” საპატიო პრეზიდენტია. უღრმესი მადლობა!


წყარო: marca.com
dle 10.1

  • shvela
  • 3 ნოემბერი 2011
  • 2615
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)