მეტოქე – "სევილია"

კვირას მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდება ლა ლიგის ერთ–ერთ ლიდერ "სევილიას". ანდალუსიელებს 12 ქულა აქვთ აქტივში. მათ ოთხი მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთში დამარცხდნენ. მათ ასევე მოიგეს ორივე მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.


მანოლო ხიმენესი თავის მეორე სეზონს ატარებს "სევილიაში". გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძინა მცველი სერხიო სანჩესი, ნახევარმცველი დიდიე ზოკორა და თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო. ეს მათ დაეხმარა არამარტო შეენარჩუნებინათ, არამედ გაეუმჯობესებინათ თავისი სათამაშო სტილი, რომელიც მოიცავს ბურთის ფლობასა და სწრაფ შეტევას. ხესუს ნავასი და ადრიანო განაგრძობენ ფლანგებზე ჩვეულ თამაშს.მათ ეხმარებათ ლუიშ ფაბიანო და ფრედერიკ კანუტე. ანდალუსიელები მესამე პოზიციაზე არიან ლა ლიგაში.

"სევილია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლიდერობს თავის G ჯგუფში. მათ დაამარცხეს "შტუტგარტი" ოთხშაბათს 4:1. ისინი მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ ლა ლიგის პირველ ტურში "ვალენსიასთან" 2:0. ამის შემდეგ მათ არ წაუგიათ.

ხესუს ნავასმა "რეალთან" თამაშის წინ კომენტარი გააკეთა: "რეალთან" თამაში ძალიან რთული იქნება. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის რთული იქნება, რადგან მადრიდელებიც ჩვენთან ერთად ლიდერობენ ლა ლიგას. ამ მატჩზე კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ. კრისტიანო რონალდო მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა "სამეფო კლუბისთვის", მაგრამ მათ ასევე ჰყავთ სხვა ძლიერი ფეხბურთელები. რონალდო თამაშს სილამაზეს შესძენს".

ალვარო ნეგრედომაც გააკეთა კომენტარი ამ მატჩთან დაკავშირებით: "მატჩი ძალიან რთული იქნება. "რეალი" მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს, მაგრამ ჩვენც ვიბრძოლებთ. მოგების კარგი შანსი გვაქვს".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 2 ოქტომბერი 2009
  • 1633
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)