"ლიონი" - "რეალი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


მადრიდის"რეალი" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ბრწყინვალედ გამოიყურება. ჟოზე მოურინიოს შეგირდებს შესაძლებლობა აქვთ რეკორდიც მოხსნან. ჯერ მადრიდისტებს გოლი არ გაუშვიათ, ასევე მათ ჩატარებული სამივე შეხვედრიდან სამივეში გამარჯვებას მიაღწიეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იკერ კასილასს უკვე 360 წუთია საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა არ უწევს.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მადრიდის "რეალი" ერთპიროვნული ლიდერია 9 ქულით, "ლიონსა" და "აიაქსს" თანაბარი 4-4 ქულა აქვთ და სწორედ მათ შორის მიდის ბრძოლა პლეიოფისთვის. ზაგრების "დინამო" ნოლი ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ხორვატებს ჯერ გოლიც არ გაუტანიათ.

"ლიონი" - "რეალი" [პრევიუ]


მადრიდის "რეალს" ოქტომბრის თვეში ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა. მადრიდისტებმა ჩატარებული 8 შეხვედრიდან რვავე მოიგეს: "რაიოსთან" 6-2, "აიაქსთან" 3-0, "ესპანიოლთან" 4-0, "ბეტისთან" 4-1, "ლიონთან" 4-0, "მალაგასთან" 4-0, "ვილეარეალთან" 3-0 და "სოსიედადთან" 1-0. ჟოზე მოურინიო ნოემბერშიც გეგმავს გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას. გარდა ამაისა, "მერენგები" მოედანზე დიდი მოტივაციით გავლენ, რამეთუ მათ ჯერ "ჟერლანდზე" არასდროს მოუგიათ.

ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. შემადგენლობას დაუბრუნდნენ ახალგაზრდა კარვახალი და ტრავმამოშუშებული ალბიოლი და გრანერო. ტრავმების გამო ლიონში გამგზავრება ვერ შეძლეს კაკამ, არბელოამ, მარსელომ, კარვალიომ და შაჰინმა. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, ბენზემა კიდევ ერთხელ ბრუნდება "სახლში". ფრანგ თავდამსხმელს უკვე სამი გოლი დაუგროვდა მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

დანაკლისია რემი გარდეს გუნდშიც. ტრავიმერბულნი არიან მიშელ ბასტოსი, ლისანდრო ლოპესი, პიედი, გრეინერი, ტაფერი, ვერკუტრი და ლოპესი. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთმა მათგანმა მატჩში მონაწილეობა მიიღოს. არის სიახლეც, ტრავმის შემდეგ შემადგენლობას სისოკო და მენსა დაუბრუნდნენ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)