მოუ: "ჩვენ მოგებისთვის გავალთ მოედანზე"

ჟოზე მოურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


"მართალია, კაკასა და მარსელოს სან სებასტიანში ძირითადიდან არ დაუწყიათ თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ისინი დაშავდნენ. სერიოზული არაფერია, უბრალოდ ზედმეტი პრობლემების ასაცილებლად მათი დასვენება ვარჩიე. მარსელოსა და არბელოას არყოფნით დაცვაში არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. გამოჯანმრთელდა ალბიოლი, ასევე განაცხადში კარვახალიც მოხვდა. რამოსი კი შესანიშნავ ფორმაშია."

"ნორმალურია, რომ "ლიონის" ფეხბურთელები ამ მატჩზე დიდ იმედებს ამყარებენ. მათ მხოლოდ ოთხი ქულა აქვთ და "აიაქსთან" დიდი ბრძოლა ექნებათ. ამ მატჩში დამარცხება მათთვის ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იქნება. ასევე, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ისინი ყოველთვის მაქსიმალურად მოტივირებულნი გამოდიან მოედანზე."

"თავდამსხმელების როტაცია ძალზედ სარფიანი აღმოჩნდა. ქარიმი და გონსალო საუკეთესონი არიან და ზედგამოჭრილნი ჩვენი გუნდისთვის. ხშირად ვფიქრობ, რომ მათ ორივეს ერთად მივცე შანსი. დადგება ის დრო, როცა მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობაა, ეს მათთვისაც ასეა."

"ძალზედ გადატვირთული გრაფიკი გვქონდა. ზედიზედ მოგვიწია "მალაგასთან" და "ვილეარეალთან" თამაში, შემდეგ "სოსიედადთან", გუნდი გადაიღალა და ეს გასულ მატჩზეც აისახა. უკანასკნელი მატჩის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, მაგრამ გუნდი სრულ მზადყოფნაშია." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)