დომენიკი არ იზიარებს ბენზემას კრიტიკას

რაიმონ დომენიკმა, რომელმაც კარიმ ბენზემა ბოლო ორი შეხვერდისთვის ეროვნული ნაკრების რიგებში გამოიძახა გააკეთა კომენტარი,სადაც აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს ბენზემას კრიტიკას.


დომენიკმა ბენზემას მიერ მისდამი გამოთქმულ კრიტიკაზე განაცხადა, რომ ასეთი სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელს ვნებს და არ წარმოაჩენს მას კარგი მხრიდან:

"მადრიდის რეალში მე ყველაფერი კარგად მაქვს, ხოლო რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს , აქ ყველაფერი პირიქითაა , არ ვიცი რატომ. ჩემ მიმართ ცოტა უცნაურად იქცევიან, მე თამაში მინდა, მინდა, რომ ჩემ ქვეყანას დავეხმარო, ისინი კი თამაშის საშუალებას არ მაძლევენ."– განაცხადა ბენზემამ წინა უქმე დღეებზე.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პასუხი გასცა ბენზემას და გააფრთხილა, რომ ასეთი სიტყვები სულაც არ მოქმედებს მის სასარგებლოდ:

"მას აქვს უფლება ამაზე იფიქროს, მაგრამ იგი ამას საჯაროდ არ უნდა ამბობდეს, ეს მიუღებელია. მე შემიძლია ხელი გავუწოდო ნებისმიერს, ვინც თავისდაუნებურად შეცდა, ის ახალგაზრდაა და მას მომავალი წინ აქვს."

დომენიკი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი ბენზემას მიმართ:

"იგი მიხვდა, თუ რაზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება და ის ამ ნაკრების წევრია. მე სიტყვების გამო ვინმსე განსჯას არ ვაპირებ. "

შემხვედრ ნაბიჯს მწვრთნელი ელის ფეხბურთელისგან ვარჯიშისა და თამაშის დროს. დომენიკმა განაცხადა, რომ არ ულაპარაკია ფეხბურთელთან იმ სიტყვების გამო, რომელიც მან თქვა:

"მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ტელეფონით საუბარი. ჩემთვის პირდაპირი კავშირი უმჯობესია, ვაპირებ მას პირისპირ შევხვდე და მასთან ერთად განვიხილო ეს საკითხი."

სხვა მხრივ, მთავარი მწვრთნელის მხრიდან ბენზემას უყურადღებოდ დატოვება, როგორც თავად დომნიკმა განაცხადა, იყო იმის ბრალი, რომ იგი იმ დროს ბავარიისა და იუვენტუსის დაპირისპირებას ადევნებდა თვალს და არ უყურებია მადრიდის რეალის თამაშისთვის:

"რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვნახავ ამ შეხვედრას, მაგრამ ეს აბსოლიტურად განსხვავებული რამეებია, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძალა და კლუბის ძალა განსხვავდება ერთმანეთისგან."

გარდა ამისა, დომენიკმა გაიხუმრა ბენზემას მუდამ გაღიმებულ სახეზე ბერნაბეუზე:

"ის ანალოგიურად იქცევა მათთან, მაგრამ თუ მას მიაჩნია, რომ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრისთვის საკმარისი გაღიმებაა, მაშინ მას დიდ ხანს მოუწევს ლოდინი."


წყარო: As. com
dle 10.1

  • shvela
  • 2 ოქტომბერი 2009
  • 1672
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)