Happy Birthday Guti!!!

დღეს ხოსე მარია გუტიერეს ფერნანდესი 35 წლის გახდა...


ზუსტად 35 წლის წინ, მადრიდის ახლომდებარე პატარა ქალაქ ტორეხონ დე არდოზში ღაიბ ოჯახში დაიბადა ბიჭუნა, რომელიც შემდეგ "რეალის" ლეგენდა გახდა. გუტი მშობლებმა "ბლანკოსში" 1986 წელს მიიყვანეს. კანტერაში ხოსე მარია თავდაპირველად თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. 1995 წელს იგი პირველ გუნდში გამოიძახეს, სადაც უკვე ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო თამაში. მისი დებიუტი ზემოთ აღნიშნული წლის 2 დეკემბერს "სევილიასთან" შედგა. მადრიდისტებმა ის მატჩი 4-1 მოიგეს. თავის პირველ სეზონში გუტიმ 9 შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც შეძლო.

მადრიდის "რეალში" 15 წლიანი შთამბეჭდავი სეზონის განმავლობაში გუტიმ საერთო ჯამში 15 ტიტული მოიპოვა გუნდთან ერთად, აქედან 3 ჩემპიონთა ლიგა და 5 "ლა ლიგა". საერთო ჯამში მან მადრიდის "რეალის" მაისური 387-ჯერ მოირგო და 43 გოლის გატანაც შეძლო. გუტი მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანიც გახლდათ. მიუხედავად ბრძოლისუნარიანობისა და შთამბეჭდავი თამაშისა, გუტის ნაკრების მწვრთნელები არ სწყალობდნენ. მან სულ 14 შეხვედრა ჩაატარა "ფურია როხაში" და 3 გოლიც გაიტანა.

2010 წელი გუტისთვის ცუდად მოსაგონარი გახდა. მოულოდნელად მას "რეალის" დატოვება მოუწია და თურქულ "ბეშიქთაშში" გადავიდა. ჰერნანდესი მალევე ახალი კლუბის ლიდერი გახდა.








dle 10.1

  • wishmaster
  • 31 ოქტომბერი 2011
  • 3057
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)