მოურინიო: "ასეთი ემოციური აღნიშვნა გამარჯვების მაგნიტუდამ გამოიწვია"

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"ასეთი ემოციური აღნიშვნა გამარჯვების მაგნიტუდამ გამოიწვია. მოწინააღმდეგე გუნდის სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა, ამიტომ საუკეთესო თამაშის ჩვენება გაგვიჭირდა და ბოლო წუთამდე მდგომარეობა დაძაბული იყო. მიუხედავად ამისა თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვკარნახობდით. ვიცოდით, რომ სოსიედადის ფეხბურთელები ძლიერები იყვნენ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. აგრეთვე მწვრთნელს ჰყავს ძალიან კარგი სათადარიგოთა სკამი და სერიოზული პრობლემების შექმნა შეეძლო ჩვენთვის. საბოლოოდ გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვება მოვიპოვეთ."

"ეს უკვე მეხუთე თამაშია, რომელსაც 3 დღის გამოტოვებით ვთამაშობთ. ზოგ ფეხბურთელს აუცილებლად უნდა მიეღო ფიზიკური და მენტალური განტვირთვა. სწორედ ამიტომ მეორე ტაიმში გუნდმა მოუკლო, თუმცა კოლექტიური თამაშის ხარჯზე კარგ შედეგს მივაღწიეთ. რაც მთავარია გუნდი ბოლო წუთამდე ერთ მუშტად იყო შეკრული."

"გუნდში 4 ცვლილება გავაკეთე, რადგან ეს ფეხბურთელები იმსახურებდნენ ძირითადში თამაშს და მოხაარული ვარ, რომ მათ თავიანთ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვეს. კარგია, როდესაც ასეთი სათადარიგოთა სკამი გყავს. ძალიან რთული თვე იყო და სანამ ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნის ღირსების დასაცავად გაემგზავრებიან, კიდევ 2 მატჩს ჩაატარებენ, ამიტომ ყოველი ჩვენგანი ჯერ სამეფო კლუბზე უნდა ფიქრობდეს."

"იგუაინი გასულ სეზონში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მიმდინარე წელს ის სასწაულ ფორმაშია. არასოდეს დავიღლები იმაზე საუბრით, რომ გუნდში 2 უმაღლესი დონის ფორვარდია და ისინი ბრწყინვალედ ასპარეზობენ. ეს ყველაფერი კი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ." dle 10.1

  • SunSay
  • 30 ოქტომბერი 2011
  • 2827
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)