მოუ: "მოგება უფრო ძლიერს გვხდის"

ჟოზე მოურინიომ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


"შაჰინმა ორი დღის განმავლობაში ივარჯიშა გუნდთან ერთად. იგი აუცილებლად უნდა იყოს ფრთხილად, რათა ტრავმა არ გაიმიზეზოს, ასევე გუნდს ტემპში უნდა აყვეს. მას ახლა თამაში უნდა, მაგრამ მეს რისკზე ვერ წავალ. ნური ჩვენთვის ძალზედ საჭირო ფეხბურთელია."

"რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, იგი იმ შეხვედრების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც წესით გამარჯვებას 45 წუთში უნდა მივაღწიოთ. მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ ბასკი ფეხბურთელები თავიანთ მაქსიმუმს გაიღებენ, რათა წინააღმდეგობა გაგვიწიონ. ვფიქრობ, დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგება, როგორც წინა წელს."

"მე ფეხბურთი კარგად ვიცი, მაქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება და შესაბამისად ჩემთვის არანაირი სიურპრიზი არ არის გამაოგნებელი. ახლა ჩვენ გაცილებით უკეთ ვთამაშობთ. თამაშის დროს თითქოს ყველაფერი მარტივადაა და შესაბამისად ყველაფერი გამოგვდის. ვიგებთ და სიმშვიდესაც ვინარჩუნებთ."

"მოგება ჩვენთვის ძალზედ მნიშნელოვანია. "რაიო ვალეკანოსთან" გამარჯვება ჩვენთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე გახლდათ მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა მაინცდამაინც კარგი შთაბჭდილება ვერ დატოვა. მას შემდეგ გუნდი უმატებს და უმატებს, დაცვა ძლიერდება, ფეხბურთელები ბურთთან ერთად გაცილებით სწრაფად მოძრაობენ - ეს კი კომფორტულად გვამყოფებს. ვიმედოვნებ, რომ სივრცეებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ბურთს რაც შეიძლება იშვიათად დავკარგავთ. მოგება, მოგება და კვლავ მოგება საუკეთესო წამალი, რათა უფრო ძიერები ვიყოთ."

"მოგება ყველასთვის კარგია, მასში როლი უკლებლივ ყველა ფეხბურთელს მიუძღვის, ეს მთლიანად გუნდური მუშაობის შედეგია. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ინდივიდუალურ წარმატებას, მთავარი გუნდური წარმატებაა. სეზონის დასარულს დიდი მიზნები გვაქვს, გაცილებით მეტი ვიდრე წინა სეზონში."

"მე ვიცი როგორი იყო ნამდვილი კაკა. მე იტალიაშიც ვარ დანასწრები მის მატჩებზე და ის ფანტასტიური მოთამაშე იყო. მადრიდს ჯერ მისი სრული შესაძლებლობები არ უნახავს. იგი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შესანიშნავ კონდინციებში იმყოფება. ძალიან მიხარია, რომ ბრაზილიის ნაკრებშიც გამოიძახეს. მან ეს თავისი კარგი მუშაობით დაიმსახურა. საფეხბურთო სამყარო ბედნიერი უნდა იყოს კაკას დაბრუნებით."

"ჩვენ გავაგრძელებთ კარგ თამაშს. ამ რითმს არ გადავცდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი გაიზარდა და უკეთ თამაშობენ ვიდრე წინა წლებში. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა მთელი კლუბისა და პრეზიდენტისა."

"რაც შეეხება "ოსასუნასთან" გასამართ მატჩს, თუ ხალხს სურს ამ შეხვედრის ხილვა დღის საათებში მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. მე ამ მხრიც გამოცდილება მაქვს, რადგან ინგლისში ამ დროს ხშირად იმართებოდა მატჩები. მაგრამ მე უპირატესობას მაინც საღამოს გამართულ შეხვედრას მივანიჭებდი." dle 10.1

  • wishmaster
  • 28 ოქტომბერი 2011
  • 2623
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)