რონალდომ შესაძლოა მეასე გოლი გაიტანოს რეალის მაისურით

სულ მალე სამეფო კლუბი ვილიარეალს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა შესაძლოა განსაკუთრებული აღმოჩნდეს კრიშტიანო რონალდოსათვის, რომელსაც აქვს შანსი გაიტანოს თავისი მეასე გოლი სამეფო კლუბის მაისურით. ამჟამად მის ანგარიშზე 102 მატჩში 98 გოლია. აქედან 76 პორტუგალიელმა ლა ლიგაში შეაგდო, 14 - ჩემპიონთა ლიგაზე, 7 კი - სამეფო თასზე. მისი საშუალო მაჩვენებელი არის 0.96 გოლი ყოველ შეხვედრაში.


კრიშტიანო სამეფო კლუბში ცოტაა ხნის წინ გადმობარგდა, თუმცა უკვე მიუახლოვდა თავის ბრაზილიელ სეხნიას, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 83 გოლის გატანა მოახერხა. პორტუგალიელი მას სულ რაღაც 7 გოლით ჩამორჩება. თუ ის დღევანდელ შეხვედრაში დუბლს შეასრულებს, გაუსწრებს სამორანოს, რომელსაც 77 გოლი აქვს და დაეწევა გონსალო იგუაინს, რომელმაც მადრიდული კარიერის მანძილზე 78 ჯერ მოახერხა ლა ლიგაში მოწინააღმდეგე გუნდის დალაშქვრა.

რონალდოს თეთრი მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლი დაუგროვდა, იგი მიუახლოვდა "ფენომენისა" და ელგერას საუკეთესო მაჩვენებელს (15 გოლი), თუმცა ხელშეუხებელი რჩება ელ კაპიტანოს - რაულის რეკორდი, რომელიც 66 გოლს შეადგენს.

კრიშტიანოს შედეგიანობა მანჩესტერიდან გადმობარგების შემდეგ აშკარად გაუმჯობესდა. წითელ ეშმაკებში, მას 100 გოლის გასატანად 253 მატჩი დასჭირდა. მაშინ პორტუგალიელმა 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ლამაზი გოლით აღნისნა მისი მეასე ბურთი MU-ში, ვნახოთ იქნებ მსგავსი რამ "ჩაიდინოს" ყვითელ წყალქვეშა ნავთან შეხვედრისას. dle 10.1

  • SunSay
  • 26 ოქტომბერი 2011
  • 2017
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)