საუკეთესო სტარტი ბოლო 47 წლის მანძილზე

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელებმა "ლა ლიგის" სეზონი საუკეთესოდ დაიწყეს ბოლო 47 წლის მანძილზე...


მადრიდის "რეალმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. თუ არ ჩავთვლით ორიოდე მატჩს, "ბლანკოსებმა" მეტოქეები უშანსოდ დატოვეს. საბოლოო ჯამში 28 გოლის გატანა მოახერხეს 8 მატჩში, საუბარია "ლა ლიგაზე". უკანასკნელი 24 წლის მანძილზე ეს საუკეთესო შედეგია "თეთრებისთვის". ამ დროის განმავლობაში "მერენგებს" პირველ რვა ტურში ამდენი გოლი არასდროს ჰქონდათ გატანილი.

მადრიდის "რეალმა" ჯერ-ჯერობით "ბერნაბეუზე" მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და 14 გოლიც გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 47 წლის მანძილზე. "თეთრები" საშუალოდ 5 გოლის გატანას მატჩში 1964/1965 წლების სეზონის შემდეგ ვერ ახრხებდნენ. აღნიშნულ წელს "რეალის" ფეხბურთელებმა პირველ სამ საშინაო მატჩში მეტოქეთა კარი 15-ჯერ დალაშქრეს.

ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა პირველ საშინაო მატჩში "ხეტაფეს" სძლიეს 4-2, გოლები გაიტანეს: ბენზემამ(2), რონალდომ და იგუაინმა. შემდეგ შეხვედრაში, რომელიც "ბერნაბეუზე" ჩატარდა "ბლანკოსების" მსხვერპლი "რაიო ვალეკანო" გახდა. მადრიდელთაგან საკუთარ აქტივში გოლები ჩაიწერეს: რონალდომ(3), ბენზემამ, იგუაინმა და ვარანემ. ბოლოს კი "მერენგებმა" "ბეტისი" დაამრცხეს 4-1. აქ აღსანიშნავია გონსალო იგუაინის ჰეტ-ტრიკი 30 წუთში, ასევე რიკარდო კაკას ბრწყინვალე გოლი. dle 10.1

  • wishmaster
  • 25 ოქტომბერი 2011
  • 2066
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)