რონალდუს ბრწყინვალე შედეგი

როგორც იცით, გუშინ კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი ჰეთ–თრიკი შეასრულა "პრიმერა დივიზიონში". პორტუგალიელმა "მალაგას" კარში ულამაზესი გოლები გაიტანა და ამ გოლების საშუალებით, იგი გაუთანაბრდა არგენტინელ ლიონელ მესის.


რონალდუმ "ლა ლიგაში" 8 შეხვედრა ჩაატარა და აქედან მან 4 შეხვედრაში გოლის გატანა შესძლო. მან სამი ჰეთ–თრიკი და პლიუს ერთი გოლის გატანა მოახერხა. პორტუგალიელმა სამი გოლი შეაგდო "სარაგოსას", "რაიო ვალეკანოს" და "მალაგას" კარში, ხოლო ერთი ბურთი "ხეტაფესთან" მატჩში გაიტანა.

გუშინ კრიშტიანუს სამი გოლის გასატანათ მხოლოდ და მხოლოდ 14 წუთი დასჭირდა, რაც შესანიშნავი შედეგია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდელთა 7 ნომერი დაეწია ლეო მესის. სწორედ არგენტინელი და პორტუგალიელი მოთამაშეები არიან ბომბარდირთა ცხრილის სათავეში, ხოლო მესამე პოზიციაზე კიდევ ერთი მადრიდელი გონსალო იგუაინი იმყოფება, რომელსაც 9 გატანილი გოლი დაუგროვდა.

გოლეადორთა საუკეთესო ხუთეული:

კრიშტიანუ რონალდუ – 10 გოლი (მადრიდის რეალი, პორტუგალია)
ლიონელ მესი – 10 გოლი (ბარსელონა, არგენტინა)
გონსალო იგუაინი – 9 გოლი (მადრიდის რეალი, არგენტინა)
რადამელ ფალკაო – 5 გოლი (ატლეტიკო, კოლუმბია)
რობერტო სოლდადო – 5 გოლი (ვალენსია, ესპანეთი)

Marca.com
P.s - ჩემი მესამასე სიახლე... dle 10.1

  • tata
  • 23 ოქტომბერი 2011
  • 2736
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)