რონდონი:"არაფრის დათმობას არ ვაპირებთ"

"მალაგის" ვენესუელელმა ფორვარდმა ჟოზე სალომონ რონდონმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ნებისმიერ მომენტში ბოლომდე იბრძოლებს, ვინაიდან სხვა გზა არ არის.


"მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს. ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და ვიმედოვნებ, რომ შესაბამის შედეგსაც მივიღებთ. ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომელთა გაწბილებაც არ შეიძლება".

"ნებისმიერ მომენტში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვინაიდან ჟოზე მოურინიოს შეგირდებთან მოდუნება ძვირად დაგვიჯდება. ცხადია მინდორზე მეორე ნომრად ვითამაშებთ, თუმცა ეს არაფერს არ ცვლის. ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელისთვის მთავარი მხოლოდ და მხოლოდ რეზულტატია, რაშიც ალბათ გასაკვირი არაფერია".

"მადრიდელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. "მერენგთა" შეტევაში იდეალური ფეხბურთელები არიან, სწორედ ამიტომ გაგვიჭირდება მათი იერიშების მოგერიება, მაგრამ მანუელ პელეგრინმა ამ საკითხზეც იმუშავა და გარკვეული დავალებებიც მოგვცა".

"ჩვენ წინა სეზონისგან განსხვავებით, გაცილებით დამაჯერებლად და შედეგიანად ვვასპარეზობთ მიმდინარე წელს "პრიმერა დივიზიონში", რაც ძალიან სასიხარულოა. "მალაგაში" მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, რამაც გარკვეულწილად განაპირობა მაღალ დონეზე თამაში. ამ მატჩში მთავარი მიზანი კი ქულის მოპოვებაა, თუმცა გამარჯვებაც არაა გამორიცხული".

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 22 ოქტომბერი 2011
  • 1548
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)