ფაბრიკის უიქენდი

ამ შაბათ-კვირას, მადრიდის "რეალის" სარეზერვო და ასაკობრივი გუნდები თავიანთ შეხვედრებს გამართავენ...


"კასტილია" "ალფრედო დი სტეფანოზე" "რეიესს" მიიღებს, შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბი მიმდინარე სეზონშჳ დაუმარცხებელია საკუთარ არენაზე. "კასტილიის" მწვრთნელს, ალბერტო ტორილს დისკვალიპიკაცია აქვს და ამის გამო მას ტრიბუნებიდან მოუწევს თამაშის ყურება. მადრიდისტების მეტოქე ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებენ.

"რეალ მადრიდ ც" "ინტერნაციონალს" დაუპირისპირდება გასვლით მატჩში. ხოსე მანუელ დიასის შეგირდები ამ სეზონში დაუმარცხებელნი არიან და შესაბამისად ცხრილის სათავეშიც იკავებენ ადგილს. რაც შეეხება მათ მეტოქეს, უკანასკნელ თოთხმეტ მატჩში "ინტერნაციონალმა" მხოლოდ ერთი მოიგო.

"ხუვენილ ბ" "ატლეტიკო მეტროპოლიტენს" დაუპირისპირდება. ლუის მიგელ რამისის შეგირდები ცხრილში მოწინავე პოზიციებს "ხეტაფე ბ"-სთან იყოფენ. ცნობისთვის, მადრიდისტებმა უკანასკნელ 3 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხეს.

"ხუვენილ ც" "ზონა ნორტეს" მიიღებს საკუთარ მოედანზე. მადრიდისტებს ამ სეზონშჳ ყველა გამარჯვება აქვთ და შესაბამისად ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან. რაც შეეხება მათ მეტოქეს, "ზონა ნორტე" 7 ქულით მეათე პოზიციაზეა.

"კადეტე ა" "ალკობენდასს" დაუპირისპირდება საშინაო არენაზე. პედრო სანჩესის შეგირდებს ოთხიდან ოთხი გამარჯვება აქვთ. მათ 19 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მეორე ადგილს იკავებენ. ცხრილის სათავეში "ატლეტიკო" იმყოფება უკეთესი ბურთების შეფარდებით, ხოლო "ალკობენდასი" მეხუთე პოზიციას იკავებს.

"კადეტე ბ" გასვლით მატჩში "ლას როზასს" შეხვდება. სანტიაგო სანჩესის შეგირდები ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ, ხოლო მათი მეტოქეები მეთერთმეტე პოზიციაზე იმყოფებიან.

"იფანტილ ა" შინ "სან ფერნანდოს" დაუპირისპირდება. რაი როხასის შეგირდები ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელნი არიან, ხოლო მათ მეტოქეს ჯერ გამარჯვება არ უგემია.

"ინფანტილ ბ" "ალუჩესთან" გამართავს გასვლით შეხვედრას მეორე ტურის ეგიდით. მადრიდისტებმა სადებიუტო შეხვედრაში "კოსლადა" დაამრცხეს, ხოლო მათმა მეტოქეებმა მარცხი იგემეს.

"ალევინ ა" "კანილასს" სტუმრობს. ალბერტო გარიდოს შეგირდებმა სეზონის სადებიუტო შეხვედრაში 4-0 იმარჯვეს, ასევე გამარჯვებით აღნიშნეს სეზონის დაწყება მათმა მეტოქეებმაც.

"ალევინ ბ" "ნაია ა"ს მიიღბს შინ. სეზონის სადებიუტო შეხვედრაში მადრიდისტებმა "ვიკალვარო" დაამრცხეს გასვლით მატჩში 1-0.

"ბენჟამინ ა" "ბენჟამინ ბ"-ს შეხვდება ამხანაგურ შეხვედრაში. (ფაქტიურად "ბენჟამინური დერბი" გაიამრთება. ავტ.) შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გუნდების ფეხბურთელები ყველაზე პატარები არიან "რეალის" აკადემიაში. dle 10.1

  • wishmaster
  • 22 ოქტომბერი 2011
  • 1371
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)