მოურინიო:"თამაშით კმაყოფილი ვარ"

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ისაუბრა "ლიონთან" გამართულ მატჩზე და განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია ფეხბურთელების თამაშით.


"მე არ ვფიქრობ, რომ ადვილად გავიმარჯვეთ შეხვედრაში. ეს გუნდის ძალიან კარგი თამაშის დამსახურებაა, რაშიც ყველა დამეთანხმება. ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც შედეგით. "ლიონის" დამარცხება ადვილი არაა, თუმცა ჩვენ ეს ბრწყინვალედ მოვახერხეთ. პირველივე წუთებიდანვე ვაქტიურობდით, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა".

"აღფრთოვანებული ვარ ფეხბურთელების სიზუსტით. მადრიდელებმა მომენტები მაქსიმალურად კარგად და შედეგიანად გამოიყენეს. ფრანგები ბოლო წუთამდე გვიტევდნენ და ბრძოლას არ სწყვეტდნენ, ეს კი ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან კარგი თვისებაა. ორ ბურთიანი სხვაობის შემდეგ, ფაქტიურად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჩვენ არ მოვდუმებულვართ და სწორედ ამიტომაც მოვახერხეთ კიდევ ორი უპასუხო გოლის გატანა".

"უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩაბი ალონსომ დაუმსახურებლად მიიღო ყვითელი ბარათი. რეფერს არ უნიშნებია მისთვის, რომ თამაში არ განეახლებინა, ასეთ შემთხვევებში კი ესპანელს შეეძლო სწრაფად გაეთამაშებინა ბურთი, თუმცა მსაჯმა ელემენტარული შეცდომა დაუშვა. ვგონებ არც კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებდა ყვითელ ბარათს, რადგან თამაშის დამთავრებამდე სულ რაღაც 5 წუთი იყო დარჩენილი".

"გონსალო იგუაინისა და ქარიმ ბენზემას სახით "რეალს" ჰყავს იდეალური თავდამსხმელები. მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ და ამის საშუალება ფრანგსაც და არგენტინელსაც აუცილებლად მიეცემათ. ისინი გაცილებით კარგად თამაშობენ, ვიდრე ეს იყო გასულ სეზონში. ისინი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდები არიან, რაშიც გასაკვირი არაფერია. აღსანიშნავია დაცვის კარგი თამაშიც. სერხიო რამოსი შეხვედრაში ერთ–ერთი საუკეთესო და დამაჯერებელი იყო. ესპანელს ფაქტიურად შეცდომა არ დაუშვია დაცვის ცენტრში, ისევე როგორც შეტევის წინა ხაზში.".

"წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრები. საკმაოდ ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვინაიდან გასამართი მატჩების გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ ცხადია ყველა შეხვედრის მიზანი იქნება, რომ აქტივში ჩავიწეროთ მორიგი სამი ქულა".


Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 19 ოქტომბერი 2011
  • 2847
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)