"რეალი" – "ბეტისი" (პრევიუ)

დღეს მადრიდის "რეალი" ორკვირიანი შესვენების შემდეგ გამართავს შეხვედრას, რომელშიდაც ჟოზე მოურინიოს შეგირდები პეპე მელის მოთამაშეებს დაუპირისპირდებიან საკუთარ არენაზე. მატჩი თბილისის დროით 20:00 წუთზე დაიწყება.


როგორც მოგეხსენებათ, ორი კვირის მანძილზე "რეალს" არ უთამაშია, რადგანაც ამ დროის განმავლობაში ნაკრებებს შორის მატჩები გაიმართა. 15 დღიანი პაუზის შემდეგ, ჟოზეს ბიჭები შეეცდებიან მორიგი სამი ქულის მოპოვებას "ბეტისთან" შეხვედრაში. ხალხი მონატრებულია "ბლანკოსის" ასპარეზობას, რაც მიგვითითებს იმისკენ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანშლაგია მოსალოდნელი.

"სამეფო" კლუბის მეგა–ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კი მეასედ ითამაშებს მადრიდელთა რიგებში (ლა ლიგა). მან ესპანეთის "პრიმერა დივიზიონში" თითქმის ყველა გუნდს გაუტანა. პორტუგალიელმა მხოლოდ და მხოლოდ ორ გუნდთან ვერ შესძლო ბურთის შეგდება და ესენი არიან ხიხონის "სპორტინგი" და "გრანადა".

მადრიდის "რეალი" და რეალ "ბეტისი" ერთმანეთს 46 შეხვდნენ. 46 შეხვედრიდან 34–ში მადრიდელებმა იმარჯვეს, 7–ჯერ ფრედ ითამაშეს, ხოლო 5–ჯერ წააგეს. ამ 46 მატჩში "რეალმა" 125 გოლი გაიტანა და მხოლოდ 35 გაუშვა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ პეპე მელის შეგირდებმა უკანასკნელ 2 შეხვედრაში წააგეს, მაინც კარგ ფორმაში იმყოფებიან მადრიდელთა დღევანდელი მეტოქეები. პეპე მელის გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. მათ არაერთხელ მოიგეს შინ და გასვლაზე, რამაც გარკვეული დროით მათი ლიდერობა განაპირობა, თუმცა ამ დროისთვის ვალენსიელები მე–7 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "მერენგები" მე–3 პოზიციას სჯერდებიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანდალუსიელებს 1998 წლის შემდეგ 'ბერნაბეუზე" არ მოუგიათ, ეს კი გამოწვეულია მადრიდელების პროფესიონალიზმით და დამაჯარებლობით.


Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 15 ოქტომბერი 2011
  • 1401
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)