კანტერის უიქენდი

მადრიდის "რეალის" ასაკობრივი გუნდები ამ შაბათ-კვირას თავიანთ შეხვედრებს გამართავენ...


"კასტილია" ხვალ თბილისის დროით 21:00 საათზე "რაიო ვალეკანო ბ"-ს დაუპირისპირდება გასვლით მატჩში. ალბერტო ტორილი მატჩს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს დისკვალიპიკაციის გამო.

"რეალ მადრიდ ც" შინ "პარლას" მიიღებს. ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვთ და პირველ ორ პოზიციას იყოფენ. შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბი ჯერ-ჯერობით ერთადერთი დაუმარცხებელია კლუბია "ტერკერაში". ხოსე მანუელ დიასის შეგირდები გამარჯვების შემთხვევაში ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები გახდებიან.

"ხუვენილ ბ" ხვალ მადრიდულ დერბის გამართავს "ატლეტიკო ბ"-სთან. ლუის რამისის შეგირდები 16 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებენ.

"ხუვენილ ც" გასვლით მატჩში "არავაკას" დაუპირისპირდება. ხოსე ალფრედო ფერნანდესის შეგირდები ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ მათი მეტოქე საკუთარ კედლებში დაუმარცხებელია.

"კადეტე ა" გასვლაზე "ალკოკრონს" დაუპირისპირდება. პედრო სანჩესის შეგირდები შესანიშნავად გამოიყურებიან და ისინი ცხრილის სათავეში იმყოფებიან, რაც შეეხება მათ მეტოქეს, "ალკოკრონი" მეთერთმეტე ადგილზე ბინადრობს.

"კადეტე ბ" შინ "ალკობენდასს" მიიღებს. ამ ორ გუნდს შორის განსხვავება მხოლოდ ორი ქულაა და ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორივე მათგანისთვის.

"ინფანტილ ა" გასვლაზე "რაიო მაჯადაჰონდას" დაუპირისპირდება. რობერტო როხასის შეგირდებისთვის ეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია.

"ინფანტილ ბ" სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს "კოსლადასთან" გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამხანაგური შეხვედრა მადრიდისტებმა ფრედ 4-4 დაასრულეს.

"ალევინ ა" სხვა გუნდების მსგავსად დღეს იწყებს სეზონს. მათი პირველი მეტოქე "ზონა ნორტე" იქნება. შეგახსენებთ, რომ მადრიდისტებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა 5-0 მოიგეს.

"ალევინ ბ"-ს პირველი ოფიციალური მეტოქე ამ სეზონში "ვიკალვარო" იქნება. ინაკი ბენის შეგირდებმა უკანასკნელი ამხანაგური მატჩი რედ დაასრულეს.

"ბენჟამინ ა"-სა და "ბენჟამინ ბ"-ს ფეხბურთელები "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე ერთი საათის შემდეგ. dle 10.1

  • wishmaster
  • 15 ოქტომბერი 2011
  • 1284
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)