"რეალი" 3-0 "მარსელი" ტექსტური მიმოხილვა

დღეს მადრიდის რეალმა კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა მარსელის ოლიმპიკის წინააღმდეგ. მატჩი 3-0 დასრულდა, კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლის გატანა ბრაზილიელმა რიკარდო კაკამ მოახერხა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან...


მატჩის პირველი წუთები ძალიან ნელ ტემპში მიმდინარეობდა, ფრანგები მთელი ძალით იცავდნენ საკუთარ თავს, არც რეალი იკლავდა თავს შეტევების განხორციელებით. პირველ ტაიმში ,,ბლანკოსის" ფეხბურთელები გაცილებით ინერტულები იყვნენ და ამას შედეგიც მოწმობს (0:0).

მეორე ნახევარი გაცილებით სხვა სცენარით წარიმართა, სამეფო კლუბის ფეხბურთელები უფრო კარგად უგებდნენ ერთმანეთს და გააზრებულ შეტევებსაც ანხორციელებდნენ. პირველი გოლის შემდეგ, რომელიც რონალდომ გაიტანა პეპეს იდეალური პასის წყალობით მადრიდელები უფრო გააქტიურდნენ, ამას მოჰყვა თერთმეტმეტრიანი და მეორე გოლი, ასევე მარსელი ათი კაცის შემადგენლობით დარჩა მოედანზე და რეალთან კაცნაკლული მარსელი უკვე ვეღარაფერს გააწყობდა, მესამე გოლიც მალევე გავიდა, თავის გამოჩენა კვლავ კრიშტიანომ მოახერხა.

სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ფრანგებს 6 წუთიანი გაკვეთილი ჩაუტარეს და 3 გოლი გაუტანეს, მატჩის მიწურულს კი არც ოლიმპიკელები აქტიურობდნენ და არც მადრიდელები, რეალმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის C ჯგუფს 6 ქულით სათავეში ჩაუდგა.

მადრიდული პატივისცემა!

მეორე ტაიმში მარსელის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გადაწყვიტა ფერნანდო მორიენტესის შეცვლა. მადრიდულმა პუბლიკამ "მორო" ტაშით გააცილა, მთელი სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი ფეხზე წამოდგა და ტაშს უკრავდა სულით მადრიდისტს. dle 10.1

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2009
  • 1979
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)