იყო, არის და იქნება... ნაწილი მესამე

”როდესაც მე ავღნიშნავდი ჩემს გოლს ”ატლეტიკოს” კარში, მე ვაკოცე მადრიდის გერბს, რათა ყველამ ნახოს, რომ მე ”მადრიდისტა” ვარ და მოვკვდები ამ გერბისთვის. მე ყოველ თამაშში მოვკვდები ამ მაისურისთვის.” (იანვარი 1997 წელი.) რაულ გონსალეს ბლანკო...


1992 წლის 19 სექტემბერს პედრო გონსალესი, ატლეტიკოს გულშემატკივარი 13 წლის განმავლობაში, თავის ცხოვრებაში პირველად, მადრიდის რეალს ქომაგობდა, რადგან ამ გუნდის შემადგენლობაში მისი შვილის დებიუტი შედგა. იმ მატჩში რეალის 5 გატანილი გოლიდან ერთი რაულმა პირად ანგარიშზე მიითვალა. ერთი, მაგრამ როგორი - სამი მეტოქე მოატყუა, მეკარეც მოსვა და ბურთი კარის კუთხეში შეაგორა...

იყო, არის და იქნება... ნაწილი მესამე


ორ წელზე ოდნავ მეტი გავიდა და 29 ოქტომბერს რაული სანტიაგო ბერნაბეუზე წარსდგა და გიგანტური სტადიონის ტრიბუნებს აპლოდისმენტები მოსწყვიტა. მან იცოდა, როდის გაეკეთებინა გადაცემა, როდის და რაც მთავარია, საით დაერტყა. ეს დარტყმები კი არა სასიამოვნო იყო მეტოქეთა მეკარეებისთვის.

იყო, არის და იქნება... ნაწილი მესამე


''ერთხელ დამენიძლავა, რომ ვარჯიშის დროს ათიდან ათივე დარტყმას გამიტანდა ნებისმიერი წერტილიდან, ოღონდ თერთმეტ მეტრზე ახლოდან არა'' - იხსენებს რეალის კარის ყოფილი დარაჯი წლების მანძილზე პაკო ბუიო, - ''პირველი დარტყმა ადვილად ასაღები მომეჩვენა. გადავხტი, მაგრამ ბურთი სასწაულებრივად გამიძვრა ხელებში. ასევე მოხდა მეორე, მესამე დარტყმის დროსაც. როდესაც რაულმა მერვე გოლი გამიტანა, ავნერვიულდი. მან კი თითქოს მასხარად მიგდებსო, არც თუ ძლიერი დარტყმით მეცხრედაც მშრალზე დამტოვა. მხოლოდ მეათე დარტყმის მოგერიება და ნიძლავის მოგება მოვახერხე, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა, რომ მან ეს განზრახ, ჩემს დასამშვიდებლად გააკეთა.''

იყო, არის და იქნება... ნაწილი მესამე


რეალის გულშემატკივრებს რაული იმის გამოც უყვართ, რომ იგი მუდამ პატივისცემით ეპყრობა მათ. როგორც არ უნდა დასრულდეს შეხვედრა, იგი ყოველთვის მიემართება ტრიბუნისკენ და მადლობას უხდის გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ამიტომ, როდესაც სანტიაგო ბერნაბეუზე შვიდნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელის სახელს აცხადებენ, ტრიბუნები ინგრევა გულშემატკივართა ოვაციებისგან.

იყო, არის და იქნება... ნაწილი მესამე


უნდა აღინიშნოს, რომ რაულ გონსალეს ბლანკო მრავალმხრივი ადამიანია. ის მშვენივრად ერკვევა მუსიკაში და ყოველთვის იცის რა ხდება კინემატოგრაფიაში. რაულის ხელში ხშირად ნახავთ წიგნს მას განსაკუთრებით უყვარს ინტელექტუალური დეტექტივები. ასევე ძალიან მოსწონს ნადირობა და კორიდა.

იყო, არის და იქნება... ნაწილი მესამე


6 აგვისტო 2010 წელი, ბექა ჟორჟოლიანი dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)