მორატა-რამდენად ჭირდება ის მოუს?

წინა შემოდგომას, "მადრიდის რეალი" ხშირად იყო დაკავშირებული ახალ-ახალი ფორვარდების შეძენასთან. მოურინიოს დაჟინებულმა მოთხოვნამ, რომ გონსალო იგუაინის ტრავმისა და კარიმ ბენზემას ტალანტის ვერ გახსნის გამო ახალი ფორვარდის შეძენასთან დაკავშირებით, საბოლოოდ მიგვიყვანა კლუბში ემანუელ ადებაიორის არენდის წესით მოყვანასა და ხორხე ვალდანოსთან აშკარა დაპირისპირებასთან.


მაშინ ამას უყურებდნენ, როგორც ზღვაში წვეთს და ელოდნენ, რომ ამ ზაფხულს გუნდი რამე ხმაურიან ტრანსფერს გაჩარხავდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ადებაიორი "მანჩესტერ სიტის" დაუბრუნდა, საიდანაც "ტოტენჰემში" გადაბარგდა, ხოლო ტევესსა და ნეიმარზე კი მხოლოდ ძალზედ ზარმაცები თუ არ საუბრობდნენ, მაგრამ დაბრუნდა მოედანზე იგუაინი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

მოურინიომ გადაიფიქრა? შეიძლება.

ყველაფერთან ერთად, ახალი თავდამსხმელის არ ყოლის სენსაციურ მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს 18 წლის ალვარო მორატა-ფეხბურთელი, რომელზეც მადრიდული გამომცემლობები და არამარტო დიდ იმედებს ამყარებენ.

ალვარო მორატა ნამდვილი "მკვლელია" მეტოქის კართან, დაუმატეთ ამას მისი სისწრაფე, მოქნილობა და ძალა-შედეგად მიიღებთ იმას, ვინც შეიძლება გახდეს მომავლის "მადრიდის რეალის" მთავარი გამტანი და დამრტყმელი ძალა.

სიმაღლით 6 ფუტი და 2 დიუმი, ის ძალზედ გავს "მადრიდის რეალის" ყოფილ თავდამსხმელ ფერნანდო მორიენტესს, ამასთანავე ძალზედ დიდ იმედს გამოთქვამენ, რომ მისი კარიერა უფრო წარმატებული იქნება. შეიძლება გარისკვა და მისი ერთი საფეხურით მაღლა დაყენება, უბალოდ გაიხსენეთ "სარაგოსასთან" მატჩი, როგორ თამაშობდა ის, მიუხედავად იმისა, რომ მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ხორხე ვალდანო, რომელმაც მოუსთან დაპირისპირების გამო დატოვა/დაატოვებინეს თანამდებობა, სწორედ მორატას განიხილავდა იმ ფეხბურთელად, რომელსაც ზემოთხსენებული პრობლემა უნდა გადაეწყვიტა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი მართლაც რომ განიხილებოდა "მადრიდის რეალის" ფორვარდად, მაგრამ ნათლად გამოჩნდა იმ პერიოდში, რომ მთავარი მწვრთნელის აზრით, ის ჯერ კიდევ არ იყო ძირითადის ფეხბურთელად თამაშისთვის მზად. ვალდანოს განცხადებისა და მედიის მიერ გაკეთებული მოწოდებების შემდეგ მოურინიომ განაცხადა:

"მორატა ჯერ არაა მზად "მადრიდის რეალის" ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ. ის უნდა გაიზარდოს და მან უნდა დაასრულოს საკუთარი განვითარება "კასტილიაში"."


ამის შემდეგ მოვიდა ადებაიორი, ხოლო ალვარო კი კანტერაში დატოვეს გასაზრდელად.

ყოველგვარი უკმაყოფილებებისა და წუწუნის გარეშე თავდამსხმელმა გაიზიარა მოურინიოს რჩევა. ძირითად გუნდში დებიუტის შემდეგ მან რვა გამართულ შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა, საბოლოო ჯამში კი სეზონი 14 გატანილი გოლით დაასრულა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობამ მიაქცია ყურადღება მის ხელში არსებულ მარგალიტს.

2008 წელს "ხეტაფედან" გადმოყვანილმა მორატამ მაშინვე აუღო ალღო ახალ გუნდს და გამოავლინა საკუთარი თვისებები "მადრიდის რეალ ც"-ში თამაშის დროს, ეს კი მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში ყველაზე ახალგაზრდა იყო. მანამ სანამ 2010 წელს "კასტილიაში" გადაიყვანდნენ, ალვარომ ორი ახალგაზრდული ტიტული მოიგო, ამასთან ერთად კი 34 გოლი გაიტანა. რის გამოც ის წინასასეზონო მომზადებაზე პირველ გუნდთან ერთად გაემგზავრა.

კლუბის ძირითად ფილიალში გადაყვანამ მას კარები გაუხსნა ძირითადი გუნდისკენ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მას ეს თავში არ ავარდნია და მისი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდა, როგორც საკლუბო, ასევე ნაციონალურ დონეზე.

ამ ყველაფრის დადასტურებაა მიმდინარე ზაფხულს გამართული 19 წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც მორატამ არამარტო ჩემპიონის რანგში, არამედ ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდის ტიტულით დაასრულა.

მოურინიომ კი სეზონის დაწყების წინ კიდევ ერთხელ ახსენა მორატა, ის ამტკიცებდა, რომ მას "სამი თავდამსხმელი და მორატა" ყავს ახალი 2011-2012 წწ-ების სეზონისთვის.

მას კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება შესთავაზეს, ამით მიანიშნეს, რომ ის კარგი ფეხბურთელია და მართლაც განიხილება მისი პირველ გუნდში გადმოყვანის საკითხი. როგორც ჩანს ძირითადი აქცენტი მიმდინარე სეზონში გაკეთდება ახალი და ძირითადი გუნდის ფეხბურთელების ერთობლივ წვრთნაზე. პარალელურად მორატა აგრძელებს "კასტილიას" რიგებში გამოსვლას.

ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ფეხბურთელს, ვინაიდან მას ეძლევა პირდაპირი საშუალება გავლენა მოახდინოს მწვრთნელზე და მიიღოს გამოცდილება მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით ვარჯიშისგან. არა აქვს მნიშვნელობა , რაოდენ კარგია ის დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, შეძლებს კი ის წინსვლას.

მან უბრალოდ უნდა ისწავლოს ყოფილი თანაგუნდელებისგან-პაბლო სარაბია, სერხიო კანალესი და პედრო ლეონი. ეს იმის გასაგებად, თუ რაოდენ მძიმეა მისი ხვედრი. ამ ფეხბურთელებს მოუწიათ გუნდის დატოვებამ იმის გამო, რომ სათამაშო დრო ქონოდათ.

მისმა თავდაჯერებულობამ, მისმა საკუთარი თავის რწმენამ, მას უნდა მისცეს საშუალება, როგორც კი დაუძახებენ , შანსი ხელიდან არ გაუშვას. მორატამ განაცხადა, რომ მოურინიოს შეუძლია მისი იმედი ნებისმიერ დროს ქონდეს. ის ამისთვის მზად არის. მან ასევე თქვა:

"კლუბი მე მხარს მიჭერს, სწორედ ამიტომაც ჯერ კიდევ აქ ვარ. მე ახალგაზრდა ვარ და ჯერ კიდევ ვსწავლობ, მაგრამ თუ მე გამომიძახებენ, მე კარგად ვითამაშებ"


მას, რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია არ კვებავს, მაგრამ წარმოგიდგენიათ, როგორი წარმოუდგენელი ცვლილებები შეიძლება მოხდეს "მადრიდის რეალის" პირველ გუნდში უახლოეს მომავალში და როცა ეს დრო დადგება, ვინ იცის, რამდენად შორს შეძლებს მორატა წასვლას?


წყარო: elcentrocampista
dle 10.1

  • shvela
  • 13 ოქტომბერი 2011
  • 1693
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)