მოურინიოს 500 დღე

ჟოზე მოურინიო "სამეფო გუნდს" 2010 წლის 31 მაისიდან მოძღვრავს. ეს 500 დღე, რომლის განმავლობაშიც პორტუგალიელი სათავეში ედგა "ბლანკოსებს", ძალზედ დატვირთული იყო სხვადასხვა მოვლენებით. განსაკუთრებით რადიკალური იყო ის დღეები, როცა პორტუგალიელის შესახებ ახალი ინფორმაციები არ ვრცელდებოდა.


500 დღის გავლის შემდეგ, საბოლოო შედეგი ასეთია: "მადრიდის რეალმა" მთლიანად შეიცვალა მართვის სტრუქტურის მანამდე არსებული იერარქია, მან უარი თქვა ვალდანოს სამსახურზე, მიაღწია შეთანხმებას ზიდანთან და ფრანგი კლუბში დააბრუნა, პირველად თავისი ისტორიის მანძილზე მიიღო მენეჯერი მწვრთნელი, როგორც ინგლისურ სისტემაშია. შევიდა ძალზედ დაძაბულ ომში უეფა-სთან, მიაღწია სრულ მხარდაჭერას "ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივრების მხრიდან, თავს ზემოთ აღმართა თასი, რომელიც მას აგერ უკვე 18 წელია არ ქონდა მოპოვებული, გამოირჩა მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებთან, მწვრთნელებთან და მსაჯებთან დაპირისპირებით (მათ შორის ვილიანოვას თვალში დატაკებული თითით) და, რაც ყველაზე მთავარია, გახდა მხილველი მანამდე სრულიად წარმოუდგენელი და აბსოლიტურად მოულოდნელი მოვლენისა: ფლორენტინო პერესმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მთავარი მწვრთნელის მიერ გატარებულ კურსს და რეფორმებს.

მართალია, ჯერ კიდევ არ შეუსრულებია მთავარი მისია-"ბარსა" კვლავინდებურად დაუმარცხებელია, ხოლო "თეთრებმა" მხოლოდ ერთხელ მოახერხეს კატალონიელების დამარცხება , სამეფო თასის ფინალში "მესტალიაზე".

"მე არ გავჩერდები, სანამ არ მოვიგებ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტიტულს მესამე კლუბთან ერთად, მე ამას მივაღწევ."-არაორაზროვნად აცხადებს ამასთან დაკავშირებით მოურინიო.

დღესდღეობით, მოუს მიერ ამ 500 დღის მანძილზე გამოწვეული და აგორებული სკანდალების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე "თეთრების" მიერ მოპოვებული გამარჯვებებისა: ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა მოუს გადაწყვეტილებას აეკრძალა ფეხბურთელებისათვის ასტურიის პრინცის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე დასწრება, ბარათების შოუ ამსტერდამში, პოლემიკა პრესიადოსთან, ორი მიღებული გაძევება, კლოს გომესის მიერ დაშვებული 13 შეცდომის ჩანაწერის ფრიალი, პედრო ლეონის სრული იზოლირება და არაფრად ჩაგდება და ა.შ. ამ სიის გაგრძელება შეიძლება. მან ამ 500 დღის მანძილზე ბევრი რამის გაკეთება მოასწრო.

წყარო: as.com
dle 10.1

  • shvela
  • 13 ოქტომბერი 2011
  • 1558
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)