ბუტრაგენიოს ინტერვიუ

გთავაზობთ ”მადრიდის რეალის” ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორის ემილიო ბუტრაგენიოს კომენტარს.


" "მადრიდის რეალს” ბრწყინვალე შემადგენლობა ყავს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მოურინიოს ყავს ფეხბურთელები, რომლებიც უნიკალური ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. მათ ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. დიდი ძალა გვაქ იმისთვის, რომ ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლოთ.”

”მოურინიოს ძალიან ბევრი ვირტუოზი ყავს და მე მისი, როგორც პროფესიონალს, ბევრი რამის მშურს. მას თავისი თავისთვის მუდამ საუკეთესო სურს. მას უნდა , რომ მისი გუნდი დღითიდღე უფრო და უფრო კარგი იყოს. ასე იყო ალფრედო დი სტეფანოს ”მადრიდის რეალის” დროს. მათაც სულ საუკეთესო ფორმაში ყოფნა სურდათ. მისი დახმარებით. ყველა ჩვენი ფეხბურთელი ყოველ წამს მზადაა სათამაშოდ, ეს ამ ადამიანის მაღალ კლასზე მეტყველებს. ის მუდამ საუკეთესოს და მაქსიმუმს ითხოვს თავისი შეგირდებიდან.”

”მოურინიოს ძლიერი და სხვებისთვის მიუღებელი მხარეები გააჩნია. მას წარმოუდგენელი ენერგია აქვს, ის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც არასწორად და არასამართლიანად მიიჩნევს. მთელი კლუბი თავდაუზოგავას მუშაობს იმისთვის, რომ მთავარ მწვრთნელს დაუდგეს გვერდით. მწვრთნელი ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენთვის, ვინაიდან მას უნდა ქონდეს ტალანტი, რომელიც ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება. ჟოზეს ჩვენთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ეს მისი მეორე სეზონია აქ. ჩვენ გვჯერა მისი, მისი შეგირდების. გვწამს, რომ მას შეუძლია შედეგის ჩვენება. მას წინ კიდევ ორი სეზონი დარჩა და იმედი გვაქვს, ის არსად არ წავა. სტაბილურობა ყველაზე გადამწყვეტია, შესაბამისად მოხარული ვიქნებით. თუ ის უფრო დიდ ხანს იქნება ჩვენ გვერდით.”

”კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი პროფესიონალია. მისი თავდაჯერებულობა მოედანზე აღნიშვნის ღირსია. მე არასდროს შემიმჩნევია მისი მხრიდან ის, რასაც მას აბრალებენ. პიქირით, მას მოედანზე სულ ყველაზე მეტი ხვდება. ის სტადიონებზე მუდამ არის შეურაცხყოფის ობიექტი.”

”მართლა მინდა, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მეათედ აღმართოს. კლუბში ყველანი ძალიან ბევრს მუშაობენ. ძალიან ბევრია ისეთი გმირი, რომლის სახელიც ყველამ არ იცის, ისინი თავისთვის არიან ჩუმად, მაგრამ ამასთანავე თავდაუზოგავად მუშაობენ კლუბის წინსვლისთვის. პირველად, რის გამოც ყველაზე მეტად მინდა, რომ ეს თასი მოვიგოთ არის სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების თავდაუზოგავი მუშაობა. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანნი არიან ჩვენი გულშემატკივრები, ყველაზე მეტად ისინი იმსახურებენ ამ ტიტულს.”



წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 13 ოქტომბერი 2011
  • 1720
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)