Goal.Com: "რონალდომ გვასწავლა როგორ არ უნდა ვუკაპიტნოთ გუნდს"

სანაკრებო ბატალიების შემდეგ გამომცემლობა Goal.Com-ის ჟურნალისტმა პიტერ სტაუტონმა შემოგვთავაზა სტატია "ხუთი რამ, რაც ვისწავლეთ ევროპის ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო ტურიდან." სადაც ჩემი ყურადღება მიიპყრო პირველმა "გაკვეთილმა", რომელიც მადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ შემოგვთავაზა.


ამონარიდი სტატიიდან


რონალდომ გვასწვავლა, როგორ არ უნდა ვუკაპიტნოთ გუნდს

"პორტუგალიის ნაკრებს ჰაერივით სჭირდებოდა დანიაში გამარჯვება, თუმცა მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. მართალია რონალდომ ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც გუნდს კაპიტანი სჭირდებოდა და ყველას ყურადღება რონალდოზე იყო გადართული. მეორე ტაიმში პორტუგალიელები ცდილობდნენ მატჩის სადავეები ხელში ჩაეგდოთ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც მეტოქის კარიდან 9 მეტრის მოშორებით რონალდომ კარლოს მარტინს უღიმღამო გადაცემა გაუკეთა, რომელიც ნიკი ზიმლინგმა ჩაჭრა. ამის გამო მადრიდის რეალის ფეხბურთელმა ხელების ქნევა დაიწყო, ამ ჟესტიკულაციით მან უკმაყოფილება გამოთქვა თავისი თანაგუნდელის მიმართ, რომელმაც ვერ გამოიყენა მისი გადაცემა. აგრეთვე ერთ-ერთ მომენტში მან გაატარა რომედალი და გუნდი ელისეუს იმედზე დატოვა, არადა თავისუფლად შეეძლო კონტაქტში შესვლა და ბურთისათვის ბრძოლა, ამით მეტოქის შეტევას თუ ვერ შეაჩერებდა შეანელებდა მაინც, მართალია ეს მის მოვალეობაში არ შედის, მაგრამ როდესაც გიკეთია ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაური, მთელი გუნდისათვის შენი თავდადება მაგალითი უნდა იყოს, განსაკუთრებით ისეთ მომენტში, როდესაც ფეხბურთელები დაბნეულნი არიან."

არ ვიცი რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას, მაგრამ ალბათ ამაში სიმართლის მარცვალი არის. რონალდო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ არა კაპიტანი. dle 10.1

  • SunSay
  • 13 ოქტომბერი 2011
  • 3861
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)