იყო, არის და იქნება... ნაწილი პირველი

”როდესაც მე ავღნიშნავდი ჩემს გოლს ”ატლეტიკოს” კარში, მე ვაკოცე მადრიდის გერბს, რათა ყველამ ნახოს, რომ მე ”მადრიდისტა” ვარ და მოვკვდები ამ გერბისთვის. მე ყოველ თამაშში მოვკვდები ამ მაისურისთვის.” (იანვარი 1997 წელი.) რაულ გონსალეს ბლანკო...


რაული საფეხბურთო ოჯახიდანაა, მაგრამ უფრო ქუჩაში ჩამოყალიბდა. როდესაც მუღამში შედის, თითქოს კვლავ 8 წლისაა და პარკში თამაშობს მეზობლებთან...

არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ირგვლივ ათასობით მაყურებელია - იგი იმდენადაა ჩართული ფეხბურთში, რომ სრულიად ითიშება გარე სამყაროსგან... დარბის, ეცემა, დგება, ურტყამს, კვლავ დარბის, ბურთს ითხოვს, პრესინგს მიმართავს, მეურვეს უსხლტება, იღებს ბურთს, მას ურტყამენ, ეცემა, ისევ დგება, პასს ითხოვს... ის არის ფანტასტიკური თავდამსხმელი, რომელიც აკეთებს იმას, რაც ასე არ უყვართ მცველებს: ითიშება თამაშიდან, რათა კვლავ ჩაერთოს ...რაული ნახევარმცველიცაა, და ფორვარდიც... როდესაც გოლს ვერ იტანს, საშინლად ბრაზდება. სხვა რა უნდა მოსთხოვო 8 წლის ბავშვს?...

იყო, არის და იქნება... ნაწილი პირველი


... არავინ იცის, საიდან აღმოჩნდა ამდენი თავხედური რწმენა ამ გამხდარ, მავთულისმაგვარ ფეხებიან სხეულში. არადა, უნდა ვაღიაროთ - წამითაც არ ეპარება ეჭვი არც თამაშში და არც ცხოვრებაში. მას აქვს უნარი, გაარჩიოს მთავარი მეორეხარისხოვანისგან, არასდროს დასეირნობს მოედანზე, არასდროს სჩადის სისულელეებს და არ ხარჯავს ენერგიას უაზრო პოლემიკაზე. მისთვის თვალ - ყურის დევნება ყველაზე საინტერესოა გადამწყვეტ, ფინალურ მატჩებში, სადაც დიდების წყურვილით ივსება და შეუძლებელს აკეთებს...

... რაულში დაბადებულია ჯოგური გრძნობა. ეს არის მუშა - კაცი, ნაღდი "ამხანაგი სტახანოვი" და ამავდროულად, მუშათა კვარტლის პოეტი. უყვარს ყველა, რადგან ემსახურება ყველას...

...ჩატარებული მატჩების ურიცხვი რაოდენობა სულაც არ ამცირებს მის ამბიციებს. ვეჭვობ, მისი საყვარელი წიგნია "გინესის რეკორდების წიგნი", ხოლო ოცნება - დროთა განმავლობაში იქ რამდენიმე გვერდის დაკავება. ყოველი მორიგი სეზონი მის ანგარიშს მატებს სამოცდაათამდე მატჩს და ოცდაათამდე გოლს, რითაც იზრდება პრესტიჟი და ტიტულების რაოდენობა...

... მახსოვს დებიუტის წინ პროვოკაციული შეკითხვა დავუსვი: "მინდა ძირითად შემადგენლობაში დაგაყენო, არ გეშინია?" და მივიღე ის პასუხი, რომლის მოსმენაც მსურდა: "თუ მოგება გინდათ, დამაყენეთ. თუ არადა, სხვა შეუშვით!!!" ...

...ზოგი ფეხბურთელად იბადება, ნაწილი პატარაობისას ყალიბდება. არსებობენ ფეხბურთელები გამარჯვებულის სულით, ხოლო არიან ისეთებიც, ვინც ტრიუმფის შემდეგაც განაგრძობს სწავლას. ყოველივე ზემოთ თქმული ერთ ადამიანში, რაულში არის თავმოყრილი...

...წერტილის დასასმელად ორიოდ სიტყვასაც გეტყვით. პირველი: ის ყველაფერს კარგად აკეთებს. მეორე: დღითიდღე ყველაფერი უკეთესად გამოსდის...

"ფეხბურთი, როგორც ცხოვრების წესი"

ხორხე ვალდანო

4 აგვისტო 2010 წელი, ბექა ჟორჟოლიანი dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)