"თეთრზე თეთრი ლეგენდა"

მოგესალმებით. ამ სიახლით მე მინდა დავასრულო ჩემი 1 წლიანი მოღვაწეობა საიტზე, როგორც ერთერთი მწერალი და ეს ამჯერად ჩემი ბოლო სტატიაა. სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო, ვეღარ მოვახერხებ სიახლეების დადებას. როგორც წევრი კი ისევ აქ ვარ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სიახლე ჩემთვის განსაკუთრებული ფეხბურთელისთვის მიმეძღვნა.


რაულ გონსალეს ბლანკო. ჰმ.. ამ სახელთან იმდენი რამ ასოცირდება, რომ არ ვიცი როგორ დავიწყო, რა მოგიყვეთ, ან რა ვთქვა… ალბათ უკეთესი იქნება, თუ ამ ლეგენდარული მოვლენის შესახებ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ და ერთად განვიხილავთ მის დიდებულ კარიერას.
მაგრამ, არ მინდა იფიქროთ, რომ ვეცდები მისი ბიოგრაფიიდან ფაქტების მოყვანას, არა. ამისთვის თავად შეგიძლიათ შებრძანდეთ ვიკიპედიაში და იქ ყველაფერი ძალიან მარტივადაა ჩამოყალიბებული.

უბრალოდ მინდა მოგიყვეთ დიდებულ ფეხბურთელზე, რომელმაც შეცვალა არამარტო, მადრიდის რეალის ისტორია, არამედ ბევრი ადამიანიც. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებში ბევრი თქვენგანიც შედის, რომლებიც ეხლა ამ სტატიას კითხულობთ. ისიც აღსანიშნავია, რომ არამგონია, ბევრი თქვენგანი მადრიდისტა გამხდარიყო, რომ არა რაულ გონსალესი…
რაულის სახელთან ძალიან ბევრი რეკორდი და მიღწევაა დაკავშირებული. რეალის ისტორიაში ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი, ყველაზე მეტი გატანილი გოლი, ევროპის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი და ა.შ - რაულს ასეთი მიღწევები ძალიან ბევრი აქვს. ის უდავოდ არის ესპანეთის ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ბევრი კი მას საერთოდ, ისტორიაში საუკეთესოდაც მიიჩნევს.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"



მაშ ასე, დავიწყოთ …


"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


ბავშვობაში ის არ იყო გამორჩეული, მწვრთნელები მასზე არასდროს აგებდნენ დიდ იმედებს, მაგრამ რაული პირველი თამაშებიდანვე გახდა რეალის და ეროვნული ნაკრების ლიდერი.

1992 წელი. 19 სექტემბერი. მადრიდის ახლო მდებარე პატარა ქალაქი. მადრიდის გულშემატკივრები შეკრებილნი არიან “რეალისა” და “ალკალის” ახალგაზრდული კლუბების შეხვედრაზე. მაშინდელი პერიოდის უმნიშვნელო შეხვედრას დიდი ინტერესით იხსენებენ ისინი, ვინც მატჩს ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, იმ შეხვედრაში ხომ პატარა ბავშვი სახელად რაული იღებდა მონაწილეობას. პატარა ბიჭუნა, რომელიც სულ რამდენიმე წელში გააოცებს არამარტო ესპანეთს, არამედ მთელ მსოფლიოს.



ძალიან სუსტი, რომ ითამაშოს

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"



ღარიბი ოჯახი, რომელშიც მის გარდა კიდევ ორი ბავშვი ცხოვრობდა(ძმა - პედრო და და - მარია ლუისა) , თავს ირჩენდნენ მამის მიზერული შემოსავლით, რომელიც უბრალო ელექტრიკოსი იყო. ამიტომ, პატარა რაულს მხოლოდ ის დარჩენოდა ეოცნება საფეხბურთო სკოლაზე და ეზოში ეთამაშა ბურთი. ხოლო მაშინაც კი, როცა გონსალესის თამაში მწვრთნელებს მოეწონათ, ბლანკოს იმედგაცრუება ელოდა. მწვთნელებმა მის კარიერაზე ასეთი დასკვნა გააკეთეს: “მისგან არაფერი გამოვა. ის ძალიან სუსტია, რომ გახდეს დიდი ფეხბურთელი…”
აცრემლებულმა რაულმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა ფიზიკურ ფორმას. “მასში უეცრად გაჩნდა მგლური მადა. ის შეწუხებული იყო და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი კალორიები მიეღო, რომ გასუქებულიყო.” - იხსენებს რაულის დედა

გონსალესმა ბევრი გარჯის შემდეგ, იმას მიაღწია, რომ ნელ-ნელა, შეწყდა ბლანკოს სისუსტეზე ყურადღების მიქცევა. მან კი განაგრძო საოცარი ფეხბურთის ჩვენება.



ბედს ვერსად გაექცევი. ის იყო დაბადებული, რომ ეთამაშა მადრიდის “რეალში”



"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


რაულის უნივერსალური და შთამბეჭდავი ფეხბურთი, ატლეტიკოს პრეზიდენტმაც - ხესუს ხილმაც შეამჩნია და ატლეტიკოს ღირსების დასაცავად მიიწვია. მაშინ ხილი შეჰპირდა, რომ ასეთი ტალანტი ძალიან მალე დაჩრდილავდა მათ “ამპარტავან” მადრიდელ მეზობლებს და სწორედ ატლეტიკო მოიპოვებდა ჰეგემონიას ესპანეთში….. და ამის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო დახურა თავისი საფეხბურთო სკოლა. ახალგაზრდა რაული დარჩა სულ მარტო, გარეთ, მაგრამ ის არ დანებდა და თავისი ბედი “ამპარტავან მეზობლებს” მიანდო…

ზემოთხსენებულ მატჩში, რეალმა “ალკალის” ახალგაზრდული კლუბი 5-0 დაამარცხა. აქედან ერთი გოლი ბლანკომ გაიტანა. ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი და პირველი გოლი “რეალის” შემადგენლობაში. გონსალესს ეს მატჩი მიზერულად ახსოვს, თუმცა აღნიშნული შეხვედრა, მადრიდელთა იმ დროინდელი მწვრთნელის - ანტონიო კუიროგის მახსოვრობიდან არ ამოშლილა - “რაული გამორჩეული იყო ყველასგან, როგორც თამაშით, ისე პიროვნული თვისებებით. ის ყველას დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. ბურთს დიდი სიამოვნებით აგორებდა. რაული დაბადებულია, რომ ითამაშოს ფეხბურთი და გამოდიოდეს მადრიდის რეალში. მე ბედნიერი ვარ, რომ გონსალესს დღესაც არ დაუკარგავს ეს თვისებები და დღესაც ისეთივე ადამიანია, როგორც მაშინ, როცა ის არ იყო ასეთი ცნობილი ფეხბურთელი .” - იხსენებს ანტონიო.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"

უკვე იმ დღიდან, რაულმა დაისაკუთრა “რეალი”, ხოლო “რეალმა” დაისაკუთრა რაული. ის სამუდამოდ გახდა რეალის უცვლელი ლიდერი და წინამძღოლი.


რაული მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია, მისთვის არ არსებობს უმნიშვნელო მატჩი. – “ნებისმიერი მეტოქე ღირსია, რომ პატივი სცე და დააფასო და თუ გამარჯვება გინდა, ბოლომდე უნდა იბრძოლო და არასოდეს დანებდე.” - ამბობს რაული.
“მე მიწევდა ღამით ადგომა, რომ დროზე მივსულიყავი ვარჯიშზე. ჯერ ვჯდებოდი მატარებელში, შემდეგ მეტროში, ხოლო შემდეგ ავტობუსით მივდიოდი სამწვრთნელო ბაზაზე” - თავისთვის ჩვეული ღიმილით იხსენებს რაული
“ახალგაზრდა რაული ძალიან შრომისმოყვარე იყო. დისციპლინირებული და პატივმოყვარე. ყველაზე ადრე იწყებდა ვარჯიშს და ყველაზე გვიან ამთავრებდა. ის ბავშვობიდანვე იყო ყველასათვის სამაგალითო” - იხსენებს გონსალესის ერთერთი მწვრთნელი



პირველი მატჩი


1994 წელი. 29 სექტემბერი. სარაგოსა. ვინ არის ეს ბიჭუნა? რას აკეთებს მოედანზე? ის ხომ სულ რაღაც 17 წლისაა. როგორ გაბედა მთავარმა მწვრთნელმა და ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ფეხბურთელი ისეთ კლუბში, როგორიც მადრიდის “რეალია, მოედანზე გამოიყვანა? მაგრამ.. მოიცათ. ის ხომ შესანიშნავად თამაშობს. საერთოდ არ ეტყობა, რომ 17 წლისაა…

გონსალესის შრომა სრულფასოვნად დაფასდა, როცა ის 17 წლის იყო. სწორედ მაშინ ახდა ბლანკოს ოცნება - მან მადრიდის რეალის პირველი გუნდის ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ მატჩიდან, ერთი დღით ადრე, მაშინდელმა “ბლანკოსის” მწვრთნელმა - ხორხე ვალდანომ დაიბარა რაული და ყველასგან განცალკევებულად უთხრა: “გამაგრდი, არ წაიქცე. შენ ხვალ აუცილებლად ითამაშებ.”

მწვრთნელს აინტერესებდა 17 წლის ბიჭის რეაქცია - ის ელოდა შიშს, მაგრამ ამის მაგივრად დაინახა ახალგაზრდა ბიჭის სერიოზულობა და უდიდესი თავდაჯერებულობა, რომელიც გონსალესს ამ სიტყვების შემდეგ შეემატა.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"

იმის მიუხედავად, რომ ამ მატჩში “სამეფო კლუბი” დამარცხდა, რაული შესანიშნავად გამოიყურებოდა. ამ დროს ბლანკო 20 წლით უმცროსი იყო ბუიოზე და 14 წლით მიჩელზე. მოედანზე გამოსვლის შემდეგ, პირველივე წუთებზე, მისმა ბრწყინვალედ წამოწყებულმა შეტევამ, აღფრთოვანება და ოვაციები გამოიწვია გულშემატკივრებში. გონსალესი მადრიდის “რეალის” ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 17 წლის ასაკში, ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ამ მატჩის შემდეგ, რაულის საყვარელი და ცნობილი მოძრაობა გახდა, როცა ის ერთიერთზე ბრწყინვალედ უგდებდა მეკარეებს ბურთს თავზე. ამჯერად, მან მარცხნივ დაარტყა… არაუშავს, ის ჯერ მხოლოდ ეჩვეოდა ამ ყველაფერს. რაც მთავარია, “თეთრი ლეგენდა” დაიწყო…

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"



პირველი გოლი


იმის მიუხედავად, რომ რაულმა “სარაგოსასთან” მატჩში ვერ გამოიყენა ძალიან კარგი მომენტი და მატჩი გოლის გარეშე დატოვა, სხვა ასპექტებში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ვალდანოს არ დაუკარგავს ფეხბურთელის მიმართ რწმენა. სწორედ ამ მატჩში გაიბრწყინა რაულმა და დაიწყო დიდებული ეპოქა სახელად -რაულ გონსალეს ბლანკო.

“მახსოვს მატჩის წინ მას დავუსვი გამომწვევი კითხვა - მინდა ძირითად შემადგენლობაში დაგაყენო, არ გეშინია? და მივიღე ის პასუხი, რასაც არ ველოდი, თუმცა ძალიან მინდოდა, რომ მიმეღო. - თუ გინდა მოგება, დამაყენე. თუ გინდა წაგება, მაშინ სხვამ ითამაშოს.”
ხორხემ პირველი ვარიანტი არჩია და არც შემცდარა, რაულმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, რომლის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა..
ლეგენდა გრძელდება…



"თეთრზე თეთრი ლეგენდა"

ამის შემდეგ, რაულის დახმარებით, “რეალი” თითქოს თავიდან დაიბადა. გამარჯვებები ესპანეთის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე და ა.შ უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გონსალესის ვარსკვლავი დღითიდღე უფრო ნათელი ხდებოდა. ის თითქმის არასოდეს ტოვებდა მატჩს გატანილი გოლის გარეშე. გონსალესის თამაშის სტილი დიდი სიახლე იყო ფეხბურთში. მას ჰქონდა განსაკუთრებული სტილი - ჰქონდა თავისებური ტექნიკა, ნებისმიერი პოზიციიდან შეეძლო მეტოქის კარის აღება და რაც მთავარია ჰქონდა საოცარი საგოლე ალღო. მცველები მას ვერ უმკლავდებოდნენ, ჟურნალისტებმა კი მადრიდელთა 7 ნომერი ეროვნულ გმირად შერაცხეს. ბავშვებისთვის რაული გახდა კუმირი, ხოლო რეალის 7 ნომრიანი ფორმები ყველაზე მოთხოვნადი გახდა. მადრიდელთა კიდევ ერთმა ლეგენდამ - ფერნანდო იერომ რაული “ფერარი”-ს შეადარა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად რაული უეცრად “შეჩერდა”, ის შეიცვალა. გულშემატკივრები ვეღარ ხედავდნენ მათი კუმირის ბრწყინვალე მატჩებს. მის თვალებში აღარ იყო ის ცეცხლი, რომელიც მას ადრე ჰქონდა. როცა მწვრთნელი ცვლიდა, ძალიან ბრაზდებოდა. იმ დონემდე მივიდა, რომ საერთოდ შეწყვიტა გოლების გატანა. მაშინდელი “რეალის” მწვრთნელი - იუპ ჰაინკესი ვერ მალავდა სიბრაზეს: ვერ ვხვდები რას სჭირს, მას აღარ უნდა იმ მილიონების გამომუშავება, რომელსაც იღებს. რაული შეიცვალა. მას ხშირად ხედავდნენ სხვადასხვა მეგობარ გოგონებთან ერთად. დაეწყო დეპრესია. ხშირად მიმართავდა ფსიქოლოგებს, თუმცა არაფერი შველოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ის ვეღარასოდეს დაუბრუნდებოდა იმ დონეს, რომელსაც მანამდე აჩვენებდა, მაგრამ ისინი ძალიან ცდებოდნენ.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"

ყველაფერი შეიცვალა, როცა “ესპანეთის სამკაულის” ცხოვრებაში ის გამოჩნდა - მამენ სანიე, რომელმაც გამოაფხიზლა კოშმარში მყოფი რაული და დაუბრუნა მადრიდისტებს ისეთი, როგორიც ადრე იყო.

პროფესიით მანეკენი, წლოვანებით რაულის ტოლი - მამენი. სწორედ მან შეცვალა რაული. ამის შემდეგ ბლანკო დაუბრუნდა ძველ დონეს. შეიძლება ითქვა, რომ უკეთესადაც ათამაშდა, თან არამარტო კლუბში, არამედ ეროვნულ გუნდშიც. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა, რაულის ცნობილი ჟესტი, როცა მას გოლი გააქვს და სანიეს ნაყიდ ბეჭედს კოცნის. ის ამით მადლობას უხდის მამენს, რომ მან დააბრუნა სწორ გზაზე და არ მისცა ნება, რომ ესპანელის ვარსკვლავი ჩამქრალიყო.



“ბლანკოსის” ხელისუფლებამ კი გონსალესის ბრწყინვალე თამაშს, ძალიან დამაინტერესებელი კონტრაქტის შეთავაზებით უპასუხა. ესპანელს კონტრაქტით 6 მლ ევროს უხდიდნენ, ხოლო პრეზიდენტი კი მას საერთოდ, სამუდამო კონტრაქტის გაფორმებას თხოვდა . ბლანკოს პირველი ხელფასი 100 დოლარი იყო. ეხლა კი მისი სატრანსფერო ფასი 100 მლ ევროს შეადგენდა.


საუკუნის ჟესტი



1999 წელი. 13 სექტემბერი. ბარსელონა. “კამპ ნოუ”. მსაჯმა დაფშტვინა და მატჩი დაიწყო. 29 მეცხრე წუთზე რაულმა ანგარიში გახსნა, მაგრამ შეხვედრა ისე წარიმართა, რომ კატალონიელები მეორე ნახევარში უკვე 2-1-ს იგებდნენ. ბარსას გულშემატკივრები გამარჯვების სიმღერებს მღეროდნენ, მაგრამ ამასთანავე, ამაზრზენად იქცეოდნენ და ფეხბურთელებს შეურაწყოფას აყენებდნენ და მაშინ, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ბარსელონამ უკვე გაიმარჯვა, ისევ გაიბრწყინა მან - “თეთრზე თეთრმა ლეგენდამ” … და გაიტანა ისე, როგორც უტანდა ყველა გუნდს, იქნებოდა ეს აუტსაიდერი, თუ გრანდი - შესანიშნავად გაიხსნა და თავის რჩეულ სტილში გადაუგდო მეკარეს თავზე. ამ გოლის შემდეგ, რაული გაემართა გულშემატკივრებისკენ და გააკეთა ის, რასაც არავინ ელოდა. მან გააკეთა ჟესტი, რომელიც შემდგომ ლეგენდად იქცა და მთელი “კამპ ნოუ” – 98 772 ათასი ადამიანი გააჩუმა.



"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


ამ ჟესტზე რაულის კომენტარი:

ჟესტი, რომელიც გავაკეთე, მეტად სპონტანური იყო. გულშემატკივრები შეურაწყოფას გვაყენებდნენ და არასამართლიანად იქცეოდნენ. მე მოთმენას ვაპირებდი, მაგრამ როცა გოლი გავიტანე, ემოციებმა ამიტანეს და ამ საქციელს იგნორირება ვერ გავუკეთე. ეს იყო ერთგვარი პასუხი მათ სიტყვებზე. ამ ჟესტით გავაკეთე ის, რომ გავაჩუმე ადამიანები, რომლებიც შეურაწყოფას გვაყენებდნენ. მაგრამ ეს იყო ცალკეული ეპიზოდი, რომელიც ჩემთვის დავიწყებას მიეცა. მე დიდ პატივს ვცემ კატალონიურ გულშემატკივრებს და მათზე შეურაწყოფის მიყენება არასოდეს გამიფიქრია.

საერთოდ, რაულისთვის არ ჰქონდა აზრი, ვის ეთამაშებოდა - ეს იქნებოდა აუტსაიდერი, თუ გრანდი. ის ყველას ერთ - უმაღლეს დონეზე ეთამაშებოდა, რაც რა თქმა უნდა, მის უმაღლეს კლასზე მეტყველებს. ბარსელონას კარი კი გონსალესმა 15 აიღო.


არსებობს ცხოვრება ფეხბურთის გარეთ?!


"თეთრზე თეთრი ლეგენდა"



ცხოვრებაში რაული მშვიდი და თავმდაბალია. იმდენად წესიერი, რომ ყვითელმა პრესამ ყველანაირი ინტერესი დაკარგა მის მიმართ. სამაგალითო მეოჯახე - თავისუფალ დროს ყოველთვის თავის ოჯახთან ერთად ატარებს. აღსანიშნავია, რომ პირველ შვილს გონსალესმა ვალდანოს საპატივცემულოდ ხორხე დაარქვა.


საინტერესოა, რომ იმ სიმდიდრის მიუხედავად, რომელიც ბლანკოს გააჩნია, დღემდე ფოლცვაგენის მანქნით - “გოლფით” დადის. აქვე გავიხსენებ ერთ ისტორიას, რომელიც ამ მანქანას უკავშირდება. ერთხელ რაული ვარჯიშის შემდეგ, თავისი მანქანისკენ გაემართა, რათა სახლში წასულიყო. თუმცა გოლფთან უამრავი გულშემატკივარი დახდა ავტოგრაფების მოლოდინში. ნახევარი საათის შემდეგ, როცა რაულმა იფიქრა, რომ ყველას დაურიგა ავტოგრაფი, მანქანაში ჩაჯდა, ხოლო ამ დროს ერთი გულშემატკივარი, კუმირის ხელმოწერის გარეშე დარჩა და გაბრაზებულმა მანქანას ხელი დაარტყა. გაკვირვებული სუპერვარსკვლავი მანქნიდან გადმოვიდა და ხელთ პატარა გაბრაზებული ბავშვი - მისი თაყვანისმცემელი შერჩა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელი მდიდარია მეგობრებითაც. მისი უახლოესი მეგობარი ფერნანდო მორიენტესი და ლუიშ ფიგუა. რაული და მორიენტესი არამარტო ცხოვრებაში, არამედ მოედანზეც შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს. ფერნანდოც რაულისავით ფორვარდი იყო. მათი დუეტი ერთერთი საუკეთესოა “რეალის” ისტორიაში.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


რაც შეეხება ლუიშ ფიგუს, ის გონსალესთან 2000 წელს დამეგობრდა, მას შემდეგ, რაც მადრიდში გადმობარგდა. - “ის ძალიან დამეხმარა ჩემი მადრიდული კარიერის პირველ პერიოდში. ძალიან მიხარია, რომ ისეთ ადამიანთან ვმეგობრობ, როგორიც რაულ გონსალესია. ჩემში აღფრთოვანებას იწვევს მისი როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნული თვისებები.” - ამბობს ლუიშ ფიგუ.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ბლანკოს ახასიათებს თავისებური ჩვევები. მაგალითად ყოველთვის იწყებს თასმის შეკვრას მარცხენა ფეხიდან. უყვარს წიგნების კითხვა. საყვარელი წიგნია - “ქიმიკოსი პაბლო კოელო”. ყავს ბევრი ძაღლი. კვირაში ორჯერ ოჯახთან ერთად დადის კინოთეატრში(საყვარელი მსახიობია ტომ ჰენკსი). ძალიან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა ფილმებში გადაღებაზე, თუმცა ყველა უარით გაისტუმრა.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


მადრიდში მას უკვე დაუდგეს ძეგლი. სანტიაგო ბერნაბეუზე, “რეალის” ლეგენდების ოთახში, მის სახელს მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს, სადაც მისი სურათები და ფორმებია გამოკრული, რომლებშიც ის თამაშობდა.


საინტერესოა ალბათ ერთი ფაქტი. იყო შემთხვევა, როცა კალათბურთის ლეგენდა - მაიკლ ჯორდანი, ახლობლების საშუალებით დაუკავშირდა რაულს და ავტოგრაფი მოსთხოვა. თავიდან გონსალესმა ეს ხუმრობით მიიღო. ხოლო შემდეგ, როცა ყველაფერში გაერკვა, თავის ფორმაზე წარწერა გააკეთა და დიდი პატივისცემით გადასცა კალათბურთელს. ფორმაზე კი ეწერა: “ დიდი პატივისცემით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს, მისი დიდი გულშემატკივრის - რაულ გონსალესისგან”.


"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


2000 წელი. საფრანგეთი. პარიზი. “სტად დე ფრანცი”. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. 75-ე წუთი. ვალენსიას მცველმა კონცენტრაცია დაკარგა. რა თქმა უნდა, ამით ისარგებლა რაულმა და გაიხსნა. ვალენსიელებმა კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთი დაკარგეს, რედონდომ კი შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა მარტო მყოფ რაულს და რამდენიმე წამში, მადრიდელთა 7 ნომერი სულ მარტო აღმოჩნდა მეტოქის ნახევაზრე, მეკარის პირისპირ. 78 759 ათასი მაყურებლის ხმა უეცრად მიწყდა. ყველა ერთი ფეხბურთელის მოძრაობას უყურებს, არა უფრო სწორად ელოდება. ისინი რაულის დარტყმის მოლოდინში არიან. მაგრამ.. ესპანელმა მეკარის მოტყუება სცადა.. და ეს გააკეთა კიდეც.. დარტყმა.. და ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდაა!!!


მატჩი 3-0 დასრულდა. მადრიდის რეალის მე-8-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის მფლობელი
ლეგენდა გრძელდება…

გონსალესს უამრავი ბრწყინვალე სეზონი აქვს აქტივში. მის კარიერაში იყო პერიოდი, როცა 9 საფეხბურთო სეზონი ზედიზედ უმაღლეს დონეზე ჩაატარა( ეს კი ფორვარდისთვის ძალზე იშვიათი და საოცარი შედეგია). მათგან არ შეიძლება არცერთის განსაკუთრებულად გამოყოფა, თუმცა რაულისთვის ალბათ განსაკუთრებული იყო 1999/2000 წლის სეზონი. ის ამ წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა და რაც მთავრია მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა.


იმის მიუხედავად, რომ რაულის უმთავრესი მიზანი გუნდის წარმატება იყო, მას ძალიან ბევრი გაჰქონდა, რადგან საოცარი საგოლე ალღო გააჩნდა. სწორედ ამიტომ მოახერხა რაულმა და ისეთ დიდ ლეგენდას, როგორც დი სტეფანოა, გოლების რაოდენობაში გადაასწრო. საერთოდ გონსალესს, მადრიდის რეალის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს შთამბეჭდავი შედეგია.
რაულის პირადი მიღწევების მცირე ამონარიდი


გონსალესს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა თავისი კარიერის მანძილზე, მაგრამ ის ყოველთვის თავისი კლუბის ერთგული იყო და სწორედ თავისი ერთგულებით შეაყვარა მადრიდულ სამყაროს თავი.
აღსანიშნავია, რომ ბლანკოს კარიერაში ერთი წითელი ბარათიც არ აქვს მიღებული და ისეთი დონის ფეხბურთელისთვის, როგორიც გონსალესია, ეს საოცარი შედეგია.

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


აგრეთვე, ერთი პერიოდი მინდა გავიხსენო…როცა 2005-2006 წლების სეზონი რეალისთვის რთულად დაიწყო, ნახევარდაცვაში ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა, რაული კი ამ წელს ნახევარდაცვაში გადმოიწია და ლამის ჩამშლელად თამაშობდა მთელი სეზონი. ამ წელს კაპიტანმა 5 გოლის გატანა მოახერხა, თავისი გოლეადორობა გუნდს შეწირა, მაგრამ როგორც შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, ეს მისთვის მთავარი არ იყო, მთავარი ის იყო, რომ გუნდს დაეხმარა.
ასეთი მისი გმირული ქმედებები ბევრი ახსოვს ისტორიას, ყველას ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს…



"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


როგორც მოგეხსენებათ, რაული ერთერთი იმათგანია, რომელიც ძალიან ცოტას საუბრობს და ბევრს აკეთებს. თუმცა მისი ინტერვიუები, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა საფეხბურთო სამყაროში. გთავაზობთ, მის 15 წლიან მადრიდულ კარიერის პერიოდში გაკეთებული ინტერვიუებიდან, ყველაზე საინტერესო ციტატებს. მოდით ერთად ვცადოთ, რომ გავიგოთ - რას ნიშნავს იყო რაული?

1994 წელი

“ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ძალიან მშვიდად დავიძინებ. ხვალ გამოვალ და ვითამაშებ ისე, როგორც მთხოვა ხორხე ვალდანომ - დიდ სიამოვნებას მივიღებ თამაშიდან. იმიტომ რომ, თუ ასე არ ვითამაშებ, ის დამაბრუნებს იქ, საიდანაც მომიყვანა. აი ასე, მგონი მარტივად გასაგებია.”


1994 წელი



“ჩემი პირველი გოლი, მე მივულოცე დანის, რადგან მან მატჩის წინ, მისურვა ამ გოლის გატანა. ჩვენ ორივე კანტერადან მოვედით და კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ამიტომ ორივეს დახმარება გვჭირდება.

“სანტიაგო ბერნაბეუზე”, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გავედი და სტადიონს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ როცა ერთი საათის შემდეგ გულშემატკივრებით გადავსებულ სტადიონზე გამოვედი, ჟრუანტელმა გამიარა და ძალიან ავღელდი. ყველაფერმა გაიარა, როცა პირველად შევეხე ბურთს.”

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"


1997 წელი

“მე ყოველდღიურად არაფერს ვიშურებ და ვმუშაობ, რათა გავხდე საუკეთესო”

როცა ატლეტიკოს გოლი გავუტანე, მადრიდის “რეალის” გერბს ვაკოცე, რათა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ მე “მადრიდისტა” ვარ. მე მოვკვდები ამ კლუბისთვის. არასოდეს არაფერს დავიშურებ “ რეალისთვის” და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რადგან ეს ჩემი კლუბია და ყოველთვის ასე იქნება. ყოველ მატჩში მე მოვკვდები “თეთრი” ფორმისთვის.

1997 წელი

მე არაფერს ვნანობ, რადგან მაქვს უფლება, რომ დავუშვა შეცდომა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაფერი შეიცვალა. უნდა შევეჩვიო, რომ ჩემი პირადი ცხოვრება, აღარ არის პირადი, მაგრამ არ აუშავს. იმედი მაქვს ამას მალე შევეჩვევი.

1998 წელი

მე არ ვარ ვალდებული, ვინმეს რამე დავუმტკიცო. ხალხი ჩემს მხარეზეა.

2002 წელი

შეიძლება გაიტანო 5-6 გოლი 3 მატჩში და შემდეგ 5 მატჩიანი უგოლო სერია გქონდეს, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ამის მიუხედავად, ბავშვობიდან მიყვარდა გოლების გატანა, როცა 3-4 წლის ვიყავი, კარებს ვეძებდი, რომ დამერტა. ეხლაც ასე ვარ. ყოველთვის ვეძებ კარებს, რომ გავიტანო.

2003 წელი

ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მაშინ, როცა მაცვია ეროვნული ფორმა, ამიტომ ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო, რათა დავეხმარო გუნდს. ალბათ დიდებული გრძნობაა, როცა მსოფლიოს თასი გიჭირავს ხელში.

2003 წელი

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"

მე არ მაღელვებს კრიტიკა. მთელი ჩემი კარიერა, ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობთ.


2003 წელი

ფეხბურთი არ არის მათემატიკა, რომ ნათელი იყოს ყველაფერი. არავინ იცის რა დროს, როგორი თამაშია საჭირო, თუმცა შეუძლებელია მეტოქის თამაშის შესწავლა, სანამ ის აგორებს ბურთს. აუცილებელია შენი თამაში აჩვენო და თავდაჯერებულმა დაამარცხო მეტოქე.


2004 წელი

"თეთრზე თეთრი ლეგენდა"

ფეხბურთში არ არსებობს შეუცვლელი ფეხბურთელი.

ჩვენ გამარჯვებასთან ერთად, ლამაზი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ეს ყველას მოსწონს.


2005 წელი

მე იმდენი დიდებული ფეხბურთელის წასვლა ვნახე… რედონდოს, იეროს….
როცა ეს თემა მე შემეხება, არ მინდა, რომ ადამიანებმა მოწყენილი დამინახონ. ეხლა ვარ ახალგაზრდა და მაქვს ბევრი გეგმები. ერთერთი მათგანი არის მადრიდის “რეალში” თამაში.
ორი წელი ტიტულის გარეშე, ძალიან ბევრია. მე მაინტერესებს ორი რამ: გამარჯვებები და ტიტულები, მიზეზი კი ორია - გულშემატკივრები და “რეალი”, რომლებსაც არ შეუძლიათ ცხოვრება მათ გარეშე.

ადამიანებს სწყინდებათ ერთი და იგივე ტანსაცმელი, მოდა ან მანქანა, მაგრამ არამგონია ფეხბურთს გული გააჩნდეს.


2006 წელი

ჩემი შვილი ბევრს ჭორებს ისმენს ჩემზე, მე კი ყოველთვის ვცდილობ სიმართლე ვუთხრა.
- და რას ეტყვით იმაზე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენ არ იქნებით?
სიმართლეს - მწვრთნელმა არ წამიყვანა, რადგან ჩათვალა, რომ არ ვარ მზად. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავიმსახურო მისი ნდობა და შემდგომში ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ არ ვცდი ბედს სხვა ჩემპიონატებში. მე ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან მადრიდიზმი ჩემს სისხლში ღრმად არის შეჭრილი და ამას არაფერი ეშველება.


სტატიის გაგრძელება... dle 10.1

  • dato818
  • 12 ოქტომბერი 2011
  • 7062
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)