მელი:"ჩემთვის მთავარი შედეგია"

რეალ "ბეტისის" მენეჯერმა 48 წლის პეპე მელმა განაცხადა, რომ მისი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რათა "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე სასურველი შედეგი მიიღონ.


"წინ გველის ძალიან რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი შეხვედრა. სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყეთ. ალბათ ძალიან ცოტას თუ ეგონა, რომ გუნდი ასეთ კარგ შედეგს აჩვენებდა, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და შედეგიც მივიღეთ".

"ბიჭები ყველაფერს იღონებენ, რათა "სანტიაგო ბერნაბეუს" არენაზე სასურველი შედეგი მიიღონ. სიმართლე გითხრათ, ამის გაკეთება არცერთი გუნდისთვის ადვილი არაა, მათ შორის "ბეტისიც" იმყოფება, თუმცა ჩემს განკარგულებაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის შემობრუნება ნებისმიერ მომენტში".

"ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელებთან კარგად თამაში არ ნიშნავს იმას, რომ შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებ. ალბათ ყველას გვახსოვს, თუ რაოდენ კარგად და ორგანიზებულად ითამაშეს "რაიო ვალეკანოს" ფეხბურთელებმა, თუმცა ზემოთხსენებულებს "ბლანკოსმა" 6–2 მოუგო. მირჩევნია ულამაზოდ ვიასპარეზოთ, მაგრამ შედეგი მივიღოთ, ვინაიდან ჩემთვის მთავარი სწორედ ანგარიშია".

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 11 ოქტომბერი 2011
  • 1795
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)