მოურინიო : "მესამედ მსურს ლიგის მოგება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, პორტუგალიელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი ძალიან იზიდავს...


"მსურს მესამედ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. "განსაკუთრებულის" სახელს ვატარებ, რომელსაც გამართლება უნდა."

"ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მე მათთვის სამაგალითო პიროვნება ვარ, ისევე როგორც ჩემთვის არიან ისინი მისაბაძები, გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს, რაც მახარებს, რადგან ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია."

"საერთოდ არ მაწუხებს ჩემი ფეხბურთელების ეროვნება. სამეფო კლუბში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ირიცხებიან, მაგრამ ეს ამინდს არ ცვლის, რადგან მიზანი ერთი და იგივეა. შაჰინი და ოზილი თურქი მოთამაშეები არიან, მაგრამ მათში გერმანული ხასიათი ზის, რაც ბევრ რამეში მეხმარება, ეროვნებას ისინი ყოველთვის დიდ პატივს სცემენ, სამუშაოს კი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან."

"ალბათ ჩემი ბედი იყო, რომ ფეხბურთში ვყოფილიყავი, ჯერ კიდევ მამაჩემი აგორავებდა ბურთს, ამ სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია."

"როდესაც სპორტულ სასწავლებელში ჩავირიცხე, არჩევანის გაკეთება მომიწია, ან უნდა გამოვსულიყავი ფეხბურთელი ან მწვრთნელი, მეორე ავირჩიე და ამას არ ვნანობ, რადგან ბევრჯერ მიმიღწევია წარმატებისთვის." dle 10.1

  • Hala
  • 11 ოქტომბერი 2011
  • 1856
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)