პიპიტა: "იდეალური კვირა იყო"

ალბათ, გასულ კვირაში, დედამიწის ზურგზე, იგუაინზე ბედნიერი ადამიანი არავინ ყოფილა.გონსალომ, ჯერ მადრიდში მიითვალა სამი გოლი, ხოლო შემდეგ კი არგენტინაში.


- წარმატებული კვირაც ამას ქვია! ჰეთ-თრიქს ჰეთ-თრიქზე იტანთ...
- ვფიქრობ, იდეალური კვირა გამოდგა.მოხარული ვარ, რომ ასე განვითარდა მოვლენები.უწინარესად, ბედნიერი ვარ არა სამი გოლის შეგდებით, არამედ ჩილეს დამარცხებით, რომელიც რთულ წინააღმდეგობას გვიწევს ყოველთვის.

- რას ნიშნავს ეს გამარჯვება?
- ჩემი აზრით, ტურნირის მაჟორულ ნოტაზე დაწყება ფრიად მნიშვნელოვანია.ჩვენ გავახარეთ გულშემატკივრები.სტარტზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება, წარმატების საწინდარია.

- ჩილეს განადგურებასა და ჰეთ-თრიქს მოელოდით?
- ჩილელების წინააღმდეგ საკმაოდ დაბალანსებული ფეხბურთით ვთამაშობდით.გუნდი კარგად გამოიყურებოდა, როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში.ჩვენმა მოწინააღმდეგემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რითიც ვისარგებლეთ.

- "ესპანიოლთან" გატანილი 3 ბურთის შემდეგ, თანაგუნდელებმა ბურთზე ავტოგრაფები დაგიტოვეს, რა იყო ამჯერად?
- ანალოგიურად მოვითხოვე ბურთი, სადაც განთავსდება თანამემამულეების ხელმოწერები.

- შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ და მესი დღითიდღე უკეთესად უგებთ ერთმანეთს...
- ვფიქრობ, მესისნაირი ფეხბურთელის შემადგენლობაში ყოლა, დიდი წარმატებაა ნაკრებისთვის.მასთან ერთად ძალიან მარტივია თამაში.

13 გოლი 19 მატჩში
პიპიტას დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, 2009 წლის 10 ოქტომბერს შედგა.მას შემდეგ, მადრიდელმა ფორვარდმა ცხრამეტჯერ მოირგო "ცისფერ-თეთრი" მაისური და ცამეტი გოლის გატანა მოახერხა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)