მორიგი ჭორი თუ რეალობა?

გამომცემლობა iG გვარწმუნებს, რომ მადრიდის რეალმა და სანტოსმა შეთანხმებას მიაღწიეს. თეთრები ნეიმარში 58 მილიონ ევროს გადაიხდიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელმა უკვე მოაწერა ახალ კონტრაქტს ხელი და 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ესპანეთის დედაქალაქში გადმობარგდება.


გასარკვევია როგორ გადანაწილდება სატრანსფერო თანხა ნეიმარის მფლობელებს შორის, მოგეხსენებათ მისი ამჟამინდელი კლუბი სანტოსი ფეხბურთელის კონტრაქტის მხოლოდ 55 პროცენტს ფლობს, 40 და 5 %-ს კი კომპანიები DIS და Teisa.

ბრაზილიელი ტალანტი წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით, ასევე ტრანსფერიდან 10%-იც მას დაერიცხება ანგარიშზე. თავდამსხმელის ტრანსფერზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ, იგი არაერთხელ "გადაიყვანეს" რეალსა თუ ბარსელონაში, თუმცა ის ღიად აცხადებდა, რომ 2012 წლამდე კლუბის დატოვებას არ აპირებდა და სანტოსთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობა სურდა. ახლა კი ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ნეიმარი ზაფხულამდე თავის ამჟამინდელი გუნდის ღირსებას დაიცავს, შემდეგ კი მადრიდის რეალს შეუერთდება. dle 10.1

  • SunSay
  • 8 ოქტომბერი 2011
  • 3284
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)