ძანეტი, კრიშტიანო რონალდო და ბალოტელი - ფეხბურთის სამი მუშკეტერი

ალექსანდრე დიუმას ცნობილ ნაწარმოებზე არაერთი ფილმია გადაღებული, 12 ოქტომბერს კი მისი 3D ვერსია გამოვა. საფეხბურთო ინტერნეტ-ჟურნალმა Goal.Com-მა კი მოძებნა ის ფეხბურთელები, რომლებიც თითოეული გმირს შეესაბამება.


ხავიერ ძანეტი - ათოსი

სამი მუშკეტერი ვისაც წაუკითხავს მაშინვე გაავლებს პარალელს ათოსსა და ინტერის ვეტერან ხავიერ ძანეტის შორის. უხუცესი მუშკეტერი, რომელსაც ყველა დიდ პატივს სცემს, მისი ხანგრძლივი კარიერის გამო. აღსანიშნავია, მას კარიერის განმავლობაში დაღმასვლა არ განუცდია და მუდამ მაღალ დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

ძანეტი ზედგამოჭრილი ათოსია. ის ინტერში 1995 წელს მივიდა და მას შემდეგ კლუბმა 17 მწვრთნელი გამოცვალა, არგენტინელი კი ყოველი მათგანის დროს გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ინტერის კაპიტანმა მოხსნა ჯუზეპე ბერგომის რეკორდი ჩატარებული მატჩების რაოდენობით და 38 წლის ასაკში კვლავ რჩება ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ.

ყველასათვის მოულოდნელად არგენტინის ნაკრების რამდენიმე მწვრთნელმა ძანეტიზე უარი განაცხადა, თუმცა როდესაც მას მოუვიდა შემოთავაზება ეროვნული გუნდიდან, დაუფიქრებლად გაფრინდა ბუენოს აირესში. ა

თოსი და ძანეტი - პატრიოტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან.

მარიო ბალოტელი - პორთოსი

რაც შეეხება პორთოსს იგი არის სამეულში ყველაზე ხუმარა და კომიკური გმირი, რომელიც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ თავის შესაძლებლობებს ქარს ატანს, აგრეთვე ის ცოტათი გულუბრყვილოა.

რა თქმა უნდა ფეხბურთელი პორთოსი ბალოტელია. სუპერ მარიო, გიჟი მარიო და ცუდი მარიო იტალიელი ვუნდერკინდის მეტსახელებია. როდესაც ის და ძანეტი თანაგუნდელები იყვნენ ვეტერანი მეგობრისაგან ხშირად იღებდა შენიშვნებს, არა მარტო იმისათვის, რომ თავის ნიჭს არ უფრთხილდებოდა, არამედ სასაცილო ქმედებებისათვის, რომლის გამო ხშირად მას ინტერის გულშემატკივრები დასცინოდნენ.

მარიო არ არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდური თამაში უყვარს, მას შეუძლია გაერთოს iPad-ით სათადარიგოთა სკამზე და მარტივად იტანს წარმოუდგენელი სირთულის გოლებს. მიუხედავად ამისა მასში არის უამრავი დადებითი თვისებაც, მაგალითად მარიომ დახმარების ხელი გაუწოდა ბიჭუნას, რომელსაც სკოლაში უამრავი პრობლემა ჰქონდა, ბალოტელიმ მედიატორის როლი ძალიან კარგად შეასრულა. აგრეთვე მას შეუძლია კარგად თამაში, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ინგლისის თასის ფინალში, რომელიც მანჩესტერ სიტიმ მოიგო სუპერ მარიო საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

პორთოსი და ბალოტელი - უფრო მეტი ვიდრე სიცილი... გაცილებით მეტი.

კრიშტიანო რონალდო - არამისი

შესანიშნავი შესახედაობის მამაკაცი, რომელმაც ამის შესახებ კარგად იცის და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ქედმაღალი არის ის სიტყვა, რომელიც ხშირად ასოცირდება მასთან, მაგრამ მის საჩუქარს თავისი ფასი აქვს. არამისი იშვიათად არის კმაყოფილი და ყოველთვის უკეთესს ეძებს.

დევიდ ბექჰემის 7 ნომრიანი მაისურის მიღებით თინეიჯერი რონალდო ოდნავაც არ შეწუხებულა. ის დომინირებდა ბრიტანეთში ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, სწორედ ამის წყალობით წითელმა ეშმაკებმა მოიპოვეს გამარჯვება, როგორც შიდა ჩემპიონატში ასევე ევროტურნირებზე.

2009 წელს მადრიდის რეალმა მასში 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც დაახოლოებით 94 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ყველა გაოცებული იყო იმით, რომ თეთრებმა ამხელა თანხა გადაიხადეს... ყველა რონალდოს გარდა. ცოტა ხანში მან განაცხადა, რომ უფრო მეტი ღირს ვიდრე 80 მლნ სტერლინგი.

მას ხშირად უსტვენენ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები, რაზეც ახლახანს შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ხალხი მე იმიტომ მისტვენს, რომ ვარ კარგი შესახედაობის, მდიდარი და ბრწყინვალე ფეხბურთელი. მათ ჩემი შურთ."

რონალდო და არამისი - შესაძლოა არ მოგწონდეს ისინი, მაგრამ მათი იგნორირება არ შეიძლება. dle 10.1

  • SunSay
  • 8 ოქტომბერი 2011
  • 3304
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)