რეალკაკა: "შანსი მაქვს შევცვალო ყველაფერი"

"რეალმადრიდ ტვ"-ის მორიგი სტუმარი, ბრაზილიელი კაკა გახლდათ.გთავაზობთ, რეალინტერვიუს, რეალკაკასგან.


- რიკარდო, უღრმესი მადლობა ჩვენს პროექტში მონაწილეობისათვის.ალბათ, კმაყოფილი ხართ თქვენი სტარტით, მიმდინარე სეზონში...
- დიახ, ძალიან გახარებული ვარ.ვფიქრობ, ფორმაში ვდგები და შარშანდელთან შედარებით, უკეთესად გამოვიყურები.ასევე, მოხარული ვარ, რომ ორმატჩიანი წარუმატებლობას დაღი დავასვით და ზედიზედ სამ შეხვედრაში მოვიპოვთ გამარჯვებები.

- თქვენ მესამე წელი მადრიდში ირიცხებით, მაგრამ პირველად მოხდა ის ფაქტი, რომ წინასასეზონო მომზადების მთელი პერიოდი გუნდთან ერთად გაატარეთ.დაგეხმარათ ყოველივე ეს ფორმის აღდგენაში?
- ვგონებ, წინასასეზონო მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ სეზონი ძალიან გრძელია და საჭიროა სათანადო მომზადება.შესაბამისად, ამ ციკლის მთლიანად გავლა, ძალიან დამეხმარება.

- თქვენი კარიერა 8 წლის ასაკში დაიწყო "სან პაულუს" რიგებში.აღსანიშნავია, რომ იქ 10 წლის განმავლობაში ასპარეზობდით.საინტერესოა, რა ისწავლეთ ამ კლუბში?
- "სან პაულის" მადლობელი ვარ, რამეთუ, სწორედ იქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად.დიახ, რვა წლის ვიყავი, როდესაც ბურთის გორაობა დავიწყე და შემდეგ, 21 წლის ასაკში შეველია ბრაზილიას.რა თქმა უნდა, ადამიანი ყოველდღე რაღაცას სწავლობს, მაგრამ "სან პაულოს" როლი ჩემს განვითარებაში, ფასდაუდებელია.

- ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ქომაგმა გამოგიგზავნათ: ვინ იყო თქვენი კუმირი ბავშვობაში?
- მადლობა ყველას, ვინც კითხვა გამოგზავნა.რაც შეეხება ბავშვობის კუმირს, ეს იყო რაი, რომელიც "სან პაულოს" ნამდვილი ლეგენდაა.ის უფრო შემიყვარდა, მაშინ, როდესაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "ბარსას" დამარცხებაში ლომის წვლილი შეიტანა.

- ადრე, ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ "კიჭას" თამაშით ტკბებით.რა გრძნობა იყო, როდესაც რონალდოსთან ერთად მსოფლიოს პირველობა მოიპოვეთ...
- აღნიშნული მსოფლიო პირველობა, გამორჩეულია ჩემს კარიერაში, გამომდინარე იქედან, რომ სულ რაღაც 20 წლის ვიყავი.რონალდო, რივალდო, რონალდინიო, კარლოსი და კაფუ - ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთა ერთადაც მიწევდა ვარჯიში და თამაში.ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ტურნირზე, რაც შემდეგში დიდად გამომადგა.ვფიქრობ, რომ რონალდო საუკეთესოა, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია.

- აღსანიშნავია, რომ "რეალში," თქვენც და რონალდოც პერესმა მოგიყვანათ, რომელიც ყოველთვის მხურვალედ გიჭერთ მხარს.როგორია პრეზიდენტის სიმპატია?
- შესანიშნავია.ფლორენტინოსთან მუდამ კარგი დამოკიდებულება მაქვს.სწორედ მან მითხრა, რომ გუნდში ვრჩები, რითიც საშუალება მომეცა, ვითამაშო ისეთ კლუბში, როგორიც მადრიდის "რეალია" და მასთან ერთად დიდ შედეგებს მივაღწიო.ასევე, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, ქომაგებს - ისინი რომ არა, ნამდვილად ვერ გადავლახავდი სირთულეებს.

- კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენს მხარეს არის - ჟოზე მოურინიო.მან განაცხადა, რომ თქვენ კარდინალურად შეცვლიდით გუნდის თამაშს.როგორია გქონდეს მხარდაჭერა, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელისაგან?
- ძალიან მიხარია, რომ ასეთი ურთიერთობა მაქვს დამრიგებელთან.მოუც და მთელი სამწვრთნელო შტაბიც, მხარში მედგენენ ყოველთვის.იყო პერიოდი, როდესაც ყურები ჩამოვყარე და რწმენა დავკარგე, თუმცა ჟოზეს სიტყვებით ისევ მოვედი აზრზე და შევუდექი თავდაუზოგავ მუშაობას.

- თქვენი დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა.რამდენად თავდაჯერებული ხართ?
- ახლა, უფრო თავდაჯერებული ვარ, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია.წინ რთული და გრძელი სეზონი გველის.იმედია, ტიტულების მოპოვებას შევძლებთ.ვგონებ, შანსი მაქვს შევცვალო ყველაფერი.

- მიმდინარე სეზონში, "რეალი" შესანიშნავი თამაშის დემონსტრირებას ახდენს შეტევაში.როგორი განწყობაა გასახდელში?
- გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს.თამაშების წინ, ყოველთვის ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა.ბევრი ხმა დადის, თითქოსდა "რეალის" გასახდელში არეულობა ბატონობსო, თუმცა ეს ცრუ ინფორმაციაა.

- როგორია თავდასხმაში, ბენზემასთან, რონალდუსთან და იგუაინთან თამაში?
- მათთან საკმაოდ იოლია თამაში.ყველა ფეხბურთელმა იცის თავისი მოვალეობა მინდორზე.აღსანიშნავია, რომ "რეალში" არ არსებობს უთამაშებლობის სიმპტომი, რაშიც მწვრთნელს მიუძღვის დიდი წვლილი.

- წინ უამრავი თამაში გაქვთ გასამართი სამ ტურნირზე.როგორია თქვენი ინდივიდუაური და გუნდური სურვილები?
- სამეფო კლუბი ყოველთვის იბრძვის ნებისმიერი ტიტულის მოსაპოვებლად.იმედია, წლის ბოლოს რაც შეიძლება ბევრი ტროფეი გვექნება აქტივში. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)