ყველაზე შედეგიანი შემტევი დუეტი ლა ლიგაში

მადრიდის "რეალს" ყველაზე შედეგიანი შემტევი დუეტი ჰყავს ესპანეთის ლა ლიგაში. კრიშტიანო რონალდომ და გონსალო იგუაინმა ჯამში 12 გოლი გაიტანეს და საუკეთესო შედეგით იწონებენ თავს...


პორტუგალიელ შემტევს ლა ლიგაში უკვე 7 გოლი დაუგროვდა, მან ამ სეზონში 2 ჰეთ-თრიკი შეასრულა სარაგოსას და რაიო ვალეკანოს კარში, ერთი გოლი კი ხეტაფეს გაუტანა. კრიშტიანო ასევე ასისტენტობითაც გამოირჩევა, იგი რამდენჯერმე დაეხმარა კარიმ ბენზემას, ასევე გაატანინა ხოსე კალეხონს და პიპიტას.

უმძიმესი ტრავმისა და უამრავი პრობლემის მიუხედავად გონსალო იგუაინი ფორმაში ჩადგა. კარიმ ბენზემას მცირე ტრავმამ არგენტინელ მოთამაშეს თამაშის საშუალება მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა, პიპიტამ წინა შეხვედრაში 3-ჯერ მოახერხა ესპანიოლის კარის აღება. არგენტინელის ანგარიშზე 5 გოლია, კატალონიური გუნდის გარდა მან ხეტაფეს და რაიო ვალეკანოს გაუტანა.

კარიმ ბენზემა საუკეთესო დუეტს მიღმა დარჩა, მაგრამ ფრანგი აშკარად ნაყოფიერად თამაშობს, მან ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა თავის გამოჩენა, ასევე სუპერ თასზე გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი.

ასე, რომ "ბლანკოსის" შემტევები ყველაზე კარგად ირჯებიან, იმედი გამოვთქვათ, რომ სასიამოვნო შედეგი გრძელვადიანი იქნება.

ყველაზე შედეგიანი შემტევი დუეტი ლა ლიგაში
dle 10.1

  • Hala
  • 8 ოქტომბერი 2011
  • 2081
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)