მსოფლიოს ყველაზე სწრაფი გუნდი - მადრიდის "რეალი"

დღევანდელ მადრიდის "რეალს" შეიძლება დავარქვათ არა "Mou Team"-ი, არამედ "Bolt Team"-ი, რადგანაც მოურინიოს შეგირდებს გოლები გააქვთ ისეთი სისწრაფით, როგორითაც ცნობილი იამაიკელი სპრინტერი - უსეინი, ფარავს 100 მეტრიან დისტანციას.




ცნობილი სპორცმენის - უსეინის რეკორდი შეადგენს, 9.8 წამს 100 მეტრიან დისტანციაზე, ხოლო მადრიდელებმა, როცა რაიო ვალეკანოს კარში გოლი გაიტანეს, თითქმის იგივე დისტანციის დაფარვას, 9.2 წამი მოანდომეს.

დღესდღეობით, ალბათ არ მოიძებნება გუნდი, რომელსაც "ბლანკოსზე" უკეთ შეუძლია კონტრშეტევის განხორციელება. და რაც მთავარია, ასეთი სტილის უმთავრეს ელემენტში - სისწრაფეში, ესპანელებს ბადალი არ ჰყავთ. "თეთრების" სტატისტიკური მონაცემები მართლაც შთამბეჭდავია. "სამეფო კლუბმა" 14 გოლის გატანას, მხოლოდ 20 წამი მოანდომა, ეს კი "რეალის" გატანილი გოლების ნახევარია.
რა თქმა უნდა აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ბრწყინვალე კონტრშეტევების უდავო ლიდერის - კრიშტიანო რონალდოს გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. პორტუგალიელი "ბლანკოსის" ყოველ შეტევაში ერთერთ მნიშვნელოვან ფიგურად გვევლინება, ხოლო უმეტეს შემთხვევაში თვითონ ასრულებს კონტრშეტევებს.

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი გუნდი - მადრიდის "რეალი"


აგრეთვე გთავაზობთ, "რეალის" ბრწყინვალე კონტრშეტევების ვიდეოებს, რომლებიც მადრიდელებმა ბოლო მატჩებში განახორციელეს


პირველი გატანილი გოლი "აიაქსთან". 5 ფეხბურთელი, 11 შეხება, 16 წამი.

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი გუნდი - მადრიდის "რეალი"



"ხეტაფესთან გატანილი გოლი: 7 შეხება, 11 წამი



"ესპანიოლთან" გატანილი პირველი გოლი: 4 ფეხბურთელი, 11 წამი



ესპანიოლთან გატანილი მესამე გოლი: 7 შეხება 12 წამი

dle 10.1

  • dato818
  • 6 ოქტომბერი 2011
  • 5651
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)