რელანომ სამეფო კლუბზე ისაუბრა

ცნობილმა ესპანელმა, საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ მადრიდის "რეალსა" და კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ეს ადამიანი ხშირი კრიტიკით გამოირჩევა, ამ შემთხვევაში კი დონ ალფრედომ მწვავე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა.


"სამეფო კლუბის ფეხბურთელთა მოქმედება გაცილებით უფრო ეფექტური გახდა. გავიხსენოთ შარშანდელი სეზონის სტარტი, მადრიდელები თითქოს წარმატებას აღწევდნენ, მაგრამ თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი, როგორიც ახლა არის, ჟოზეს შეგირდები გაცილებით უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ, რაც თითოეული ესპანელისთვის და მადრიდისტასთვის სასიხარულოა. მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" შესაძლო 18-იდან 13 ქულა მოაგროვა, არ შემიძლია დადებითი მხარეები არ აღვნიშნო."

"მესუთ ოზილის თამაში აღფრთოვანებას იწვევს, გერმანელმა ფეხბურთელმა გუნდში საკუთარი თავი პირველივე სეზონში იპოვა, მაგრამ ამჟამად იგი გაცილებით უფრო ძლიერი და გამოცდილია, 10-იანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მესუთს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომელსაც მეტ-ნაკლებად კარგად ასრულებს, დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში იგი მსოფლიო დონის ვარსკვლავად მოგვევლინება, რადგან ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს."

"ასევე უნდა აღინიშნოს კაკას თამაში, მან ოზილთან ერთად ბრწყინვალე დუეტი შექმნა, კრიშტიანო რონალდო კი ბრაზილიელს შესანიშნავად უგებს და ისინი ერთად ეფექტურად თამაშობენ, ბურთის სწრაფი გათამაშება სამეფო კლუბის მთავარი კოზირია, ამ ასპექტში კი რიკარდოს ბადალი არ ჰყავს, ბრაზილიელი მოთამაშე ნელ-ნელა ფორმაში შედის და ეს გარემოება "ბლანკოსს" აძლევს ხელს."

"გუნდური სულისკვეთება "რეალს" არასდროს აკლდა, მაგრამ მოურინიოს მოსვლის შემდეგ ფეხბურთელებში კიდევ უფრო დიდი ჟინი ჩაისახა, მოთამაშეებს მხოლოდ გამარჯვება სურთ და წაგებას ვერ ეგუებიან, ამას ვიდეო კადრებიც ადასტურებს, როგორც კი "ბლანკოსს" თამაში არ მისდის, ვნებათაღელვა იმატებს, რომელიც პირველ რიგში ფეხბურთელებიდან მოდის."

"სამეფო კლუბს ძალიან კარგი დაცვის რგოლი ჰყავს, მაგრამ არ მესმის, რატომ ვერ თამაშობს ამდენი პროფესიონალი პოზიციურად სწორად. სერხიო რამოსი ბრწყინვალე მარჯვენა მცველია, მაგრამ ხშირად ჩანს მისი შეცდომები, ასევე შემიძლია ვთქვა პეპეზე, პორტუგალიელი მოთამაშე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ხშირად ცდება და ხარვეზი სწორედ პოზიციის არასწორად შერჩევის გამო ხდება. ვფიქრობ, სერხიომ და პეპემ მაგალითი რიკარდო კარვალიოსგან უნდა აიღონ, რომელიც მართლაც ბრწყინვალეა, ასაკის მატებასთან ერთად კარვალიოს გამოცდილებაც იმატებს, ვეტერანი მცველი გუნდში დიდ სამუშაოს ასრულებს."

"ყველაზე დიდ და შრომატევად საქმეს ამ დროისთვის ჩაბი ალონსო აკეთებს, რომელიც გუნდს ყველა წერტილში ეხმარება, იგი დაცვაში ხშირად ჩადის, შეტევების 80%-ს სწორედ ბასკი ნახევარმცველი იწყებს, მისი მოედნის ხედვა გასაოცარია, "ბლანკოსი" ალონსოს გარეშე და მასთან ერთად სულ სხვადასხვა გუნდია." dle 10.1

  • Hala
  • 5 ოქტომბერი 2011
  • 2436
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)