კომენტარები "კასტილიიდან"

ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე "კასტილია" "ლა როდასთან" გამართავს გასვლით მატჩს. გთავაზობთ დანი კარვახალისა და ხორხე კასაოდს წინასამატჩო კომენტარებს...


დანი კარვახალი:

"ჩვენ მნიშნელოვანი ქულები დავკარგეთ. ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვმართებდა. ახლა კი, ლა როდაში, ცხადია, სამი ქულის ასაღებად მივდივართ. მთავარია, რომ მომენტები შევქმნათ და მათი რეალიზება მოვახერხოთ. გუნდი უკეთ ათამაშდა და ეს ძალიან კარგია. ოქტომბერში ძალზედ გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. უახლოეს მომავალში 5 შეხვედრა გველის გადაბმულად და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ცხრილის სათავეში ადგილი შევინარჩუნოთ."


ხორხე კასადო:

"არ მინდა, რომ გასული წლის მსგავსი დასაწყისი გვქონდეს. უკვე ოთხი მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ და ეს საკმარისია. მოედანზე მხოლოდ გასამარჯვებლად გავალთ. ეს რთული მატჩი იქნება, ამავდროულად მეტოქე გუნდს საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ცხრილის სათავეში ყოფნის ღირსნი ვართ. "ლა როდა" ბრწყინვალედ გამოიყურება. ისინი ჯერ საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულან მიმდინარე სეზონში და გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებენ "სეგუნდა ბ"-ში."
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)