ფაბრიკის უიქენდი

დღეს და ხვალ, მადრიდის "რეალის" ასაკობრივი გუნდები თავიანთ მატჩებს გამართავენ...


"კასტილია" ამჯერად გასვლაზე იასპარეზებს - მადრიდისტები "ლა როდას" დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ალბერტო ტორილის შეგირდებს 11 ქულა აქვთ და "სეგუნდა ბ"-ში მეხუთე ადგილს იკავებენ...

"რეალ მადრიდ ც" "ატლეტიკო ც"-სთან გამარჯვების შემდეგ "ატლეტიკო დე პინტოს" დაუპირისპირდება საკუთარ მოედანზე. მადრიდისტები ჯერ "ტერკერაში" დაუმარცხებლად ასპარეზობენ. რაც შეეხება მათ მეტოქეებს, ისინი ცხრილის გასავარდნ ზონაში იმყოფებიან...

"ხუვენილ ა" "ზამორას" დაუპირისპირდება. მადრიდისტები ჯერ დაუმარცხებელნი არიან ამ სეზონში. ორივე გუნდს თანაბარი 7-7 ქულა აქვს...

"ხუვენილ ბ" საკუთარ მოედანზე "ალკალას" მიიღებს. ლუის მიგელ რამისის შეგირდები დაუმარცხებელნი არიან მიმდინარე სეზონში. ჩემპიონატში მათ ერთი მოგება და ერთიც ფრე აქვთ...

"ხუვენილ ც" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ "ადერვეს" დაუპირისპირდება და ალფრედო ფერნანდესის შეგირდები შეეცდებიან სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვონ...

"კადეტე ა" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "ვალეკას" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩი მადრიდისტებმა 6-2 მოიგეს. აღსანიშნავია ბაბუნსკისა და ფრან პერესის კარგი თამაში...

"კადეტე ბ" -მ უკვე მოასწრო თავისი შეხვედრის გამართვა და შინ 3-1 დაამრცხა "ბრუნეტე". ბორხამ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ხავის ანგარიშზეა...

"ინფანტილ ა"-მ საკუთარ მოედანზე ნამდვილი თრილერი გაათამაშა. მადრიდისტები "კოსლადას" დაუზავდნენ - 4-4. დანიმ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო-თითო გოლი კანომ და აჩრაფმა გაიტანეს...

"ბენჯამინ ა" "ლისეოს" ტურნირზე გამოდის. ამ კვირაში გუნდმა ორი შეხვედრის გამართა მოასწრო, სამწუხაროდ ორივეში მარცხი განიცადა. ჯერ ლისაბონის "სპორტინგთან" 1-4, ხოლო შემდეგ "ვალიადოლიდთან" 1-2...

"ბენჟამინ ბ"-სთვის ეს კვირა კოშმარული გამოდგა. "ესპიგას" ტურნირზე მადრიდისტებმა სამი შეხვედრა ჩაატრეს და სამივეში დამარცხდნენ. ჯერ "ხეტაფესთან" 1-3, შემდეგ "ბრუნეტესთან" 0-1 და ბოლოს "ატლეტიკოსთან" 0-9... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)